უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ივნისი, 2017 14:55
font-size

პატრიარქმა თქვა, რომ დეკანოზზე ცუდი არაფერი გამიგია და ეს ყველაფერი საქართველოს დისკრედიტაციისკენ არის მიმართულიო - თორნიკე მამალაძე

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის განცხადებით, პატრირაქმა თქვა, რომ გიორგი მამალაძის შესახებ ცუდი არასდროს გაუგია და მომხდარი საქართველოს დისკრედიტაციაა.

ამის შესახებ თორნიკე მამალაძემ, პატრიარქთან გამართული აუდიენციის შემდეგ განაცხადა.

"უწმინდესმა მოგვისმინა. მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა შეეწყვიტა ჩემი საუბარი და ჩაეკვეხებინა კითხვები, მე კატეგორიულად ვეუბნებოდი, რომ გაჩერებულიყო. მამა დავით ჭინჭარაული უკნიდან ხელსაც მადებდა, რატომღაც მაჭერდა ხელს და მეუბნებოდა ყველაფერი კარგად იქნებაო. საუბარი იწერებოდა. ტყუილის თქმა ჩვენ არ გვჭირდება. პატრიარქმა იგივე თქვა დეკანოზზე, რაც გერმანიიდან ჩამოსვლისას. მასზე ცუდი არაფერი გამიგიაო და ეს ყველაფერი საქართველოს დისკრედიტაციისკენ არის მიმართულიო. პატრიარქის საუბრის გაწყვეტასაც ცდილობდნენ. ვეუბნებოდით, გვადროვეთ საუბარი-თქო. დაგვლოცა პატრიარქმა, მოისმინა ყველაფერი. ვფიქრობ, რომ უწმინდესი სრულ ინფორმაციას არ ფლობს. საუბარს მიშლიდნენ - მამა დავით ჭინჭარაული, მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი, მეუფე ანდრი, მამა კახაბერ გოგოტიშვილი“,-განაცხადა ბრალდებულის ძმამ.

მისივე თქმით, საქართველოს პატრიარქს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მამა გიორგი მამალაძე ზიარებას უკვე ოთხი თვეა ითხოვს.

მისივე განცხადებით, დეკანოზის ოჯახმა სცადა ამ ინფორმაციის ილია მეორისთვის მიწოდება, თუმცა მათ სიტყვა მამა დავით ჯინჭარაულმა შეაწყვეტინა.

„დავით ჯინჭარაულმა თქვა, რომ ხვალ ზეგ შევალთ და ვაზიარებთო, რათა არ გვეთქვა, რომ მამა გიორგი ოთხი თვეა ითხოვს ზიარებას,“-აცხადებს თორნიკე მამალაძე.

მონიკა დავლიანიძე

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

29 ნოემბერი, 2020 , 11:18

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარაში – 554, იმერეთში – 637, ქვემო ქართლში – 268, შიდა ქართლში – 258, გურიაში – 119,

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 35 პაციენტი გარდაიცვალა

29 ნოემბერი, 2020 , 11:13

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 35 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებული

საქართველოში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

29 ნოემბერი, 2020 , 11:06

საქართველოში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 721 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გა

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

28 ნოემბერი, 2020 , 17:47

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მ

ქართული ოცნების რეპრესიული მანქანა კვლავინდებურად აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების დევნას და დაპატიმრებას - “ლელო საქართველოსთვის“

28 ნოემბერი, 2020 , 17:15

„ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭო სრულ სოლიდარობას უცხადებს სამოქალაქო აქტივისტებს ნათია ლეთოდიანს და შუშანა მაცაბერიძეს, რომლებიც დღეს, 28 ნოემბერს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააკავეს, ს

პარლამენტთან და საგარეოსთან ნამგალი და ურო დახატეს - დაკავებულია ორი პირი

28 ნოემბერი, 2020 , 16:25

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან ხატია დეკანოიძესთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ საგარეო საქმეთა