უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 იანვარი, 2017 16:50
font-size

,,პატრიოთა ალიანსი’’ უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვის კონსტიტუციაში შეტანას მოითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში „უფლებადამცველთა გაერთიანების" მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ წინადადებით შევა, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვას ითვალისწინებს.

განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ამ ინიციატივას წარვადგენ კომისიაში. საქმე ეხება კონსტიტუციის 21-ე მუხლს. კონსტიტუციის 21-ე მუხლს უნდა დაემატოს პირველი პრიმა პუნქტი, რაც გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციაში შესატან ინიციატივას თან ერთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. დღეს არის აბსოლუტური განუკითხაობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების ნაწილში. ქართული მიწები უნდა დავიცვათ ჩვენ. ეს არის სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება და ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებაც სწორედ ამას ისახავს მიზნად“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ითხოვს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები არ გასხვისდეს უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე. „ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი და ამ პროცეში ჩართული იყვენენ ექსპერტები და სამართლის დარგის სპეციალისტები. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო კომისია ჩვენს წინადადებას მისცემს დადებით პასუხს“,- აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

საზოგადოებრივი გაერთიანება „ქართული მისიის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია კორკოტაშვილის განცხადებით, ისინი ენდობიან „პატრიოტთა ალიანსს“ და ეცდებიან მათთან ერთთად მიაღწიონ აღნიშნული ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი