უკან

პოლიტიკა

28 თებერვალი, 2017 16:00
font-size

,,პატრიოტთა ალიანსი’’ პარლამენტის რიგგარეშე სესიას ბოიკიტს უცხადებს

,,პატრიოტთა ალიანსი’’ პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა თანაგუნდელებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

მისი თქმით, ბოიკოტის ერთ-ერთი მიზეზი უმრავლესობის მიერ შემუშავებული ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტია.

ინაშვილი პარლამენტს პროექტის ალტერნატიულ ვარიანტსაც სთავაზობდა, რომელიც კიბერუსაფრთხოების სპეციალური სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.

,,აუცილებელია შეიქმნას კიბერუსაფრთხოების ძალიან მძლავრი სამსახური თავისი ელექტრონული დაზვერვის და კონტრდაზვერვის სტრუქტურებით. ეს სულ სხვა ტიპის სამსახურია და ჩვენ ამ მოდელზე ვსაუბრობდით სხვადასხვა ტიპის შეხვედრის დროს, მაგრამ ცხადია, უმრავლესობა არ ითვალისწინებს ოპოზიციის ცალკეულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. მისთვის მთავარია, რომ ძალაში შევიდეს ეს კანონპროექტი, ამიტომ, ჩვენ არ მივიღებთ იმ პოლიტიკურ სპექტაკლში მონაწილეობას, სადაც პინგ-პონგს ეთამაშებიან ერთმანეთს ,,ქართული ოცნება’’ და „ნაციონალური მოძრაობა’’, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ,,საქართველოს პატრიოტები’’ რიგარეშე სხდომას არ დაესწრებიან, ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების წესია. ,,პატრიოტთა ალიანსი’’ უკმაყოფილია კვოტების გადანაწილების სისტემით, რის გამოც, მათი წარმომადგენელი ნდობის ჯგუფში ვერ მოხვდება.

ცნობისათვის: საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 1 მარტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

განკარგულების მიხედვით, სხდომაზე მხოლოდ ერთ საკითხს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ და მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.

ნინო ექვთიმიშვილი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი