უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 ნოემბერი, 2016 12:58
font-size

„პატრიოტთა ალიანსი“ „ქართული ოცნების“ მეორე ფრაქციაა - ნიკა მელიამ

ნაციონლაური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონსტიტუციურ და ყველა დემოკრატიულ მეთოდს გამოიყენებს.

ამის შესახებ ნიკა მელიამ მედიას ქუთაისის პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა მეცხრე მოწვევის პარლამენტში არაორდინალურ ვითარებაში იქნება, რადგან დღეს პარტიას სხვა გამოწვევაც აქვს, ვიდრე ეს 2012 წელს ჰქონდა.

„დღეს ვართ იმ ვითარებაში, როდესაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მთელმა წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიარა ძალადობის, მუქარის, შანტაჟის, მოსყიდვის, წარმოუდგენელი ხარისხით ადმინისტრაციული რესურის გამოყენებით. ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივიღეთ პარლამენტში აბსოლუტურად ალოგიკურად არაპროპორციული, არაადეკვატური სურათი, როდესაც გვყავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის მოსახლოების ნახევარმაც კი არ მისცა ხმა და იგი აღჭურვილია საკონსტიტუციო უმრავლესობით“,-აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, არ შეიძლება, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძოლო მხოლოდ პარლამენტის სხდომათა დარბაზოდან.

„ბუნებრივია იქნება გამოყენებული ყველა კონსტიტუციური, დემოკრატიული, მისაღები ფორმა და მეთოდი, იმისათვის, რომ ძალიან მალე ჩვენ შევანჯღრიოთ ივანიშვილის რეჟიმი“,-განაცხადა მელიამ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში ითანამშრომლოს მეორე ოპოზიციურ პარტიასთან, „პარტიოტთა ალიანსთან“, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ „ნუ ვისაუბრებთ „ქართული ოცნების“ მეორე ფრაქციაზე. არის საკითხები, რის გარშემოც ტრიალს აზრი არ აქვს და დროის ხარჯვას“.

მონიკა დავლიანიძე

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:22

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუა

„ძვირფასო` ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს - ლევან ხაბეიშვილი

12 აპრილი, 2024 , 12:11

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით, - ამის შესახ

ჩვენ გვინდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო აკმაყოფილებდეს ჩვენს სტანდარტებს - ერნსტ პეტერ ფიშერი

11 აპრილი, 2024 , 12:44

რუსული კანონი პრემიერ კობახიძისა და კანცლერ შოლცის საუბრის თემა აუცილებლად იქნება , - განცხადებას ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერი აკეთებს და ამბობს, რომ გერმანია შეშფოთებულია აღნიშნული კ

ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ ჩვენ არ ჩავბარდებით - მიხეილ სააკაშვილი

10 აპრილი, 2024 , 17:48

მე ადრე ვთქვი, რომ საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული და აი, ამის დასტურიც მივიღეთ ისნის ტერაქტის სახით, რომლის სამიზნე იყო კოდორში რუსული სპეცრაზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ოფიცერი, - ამის შესახებ&nbs

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი