უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 სექტემბერი, 2017 16:25
font-size

,,პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს იწყებს

"პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქციების ციკლს იწყებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პირველი აქცია 17 სექტემბერს გაიმართება.

,,მინდა გითხრათ, რომ ეს აქცია არ დასრულდება საპროტესტო მსვლელობით და შიმშილობის აქტით. უკვე მზად არის 17 მოშიმშილე, რომელიც 17 სექტემბრიდან დაიწყებს შიმშილობას, გაგრძელდება აქცია 1 ოქტომბერს ისევ რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით, 24 სექტემბერს ბათუმში იქნება, რვა ოქტომბერს უკვე შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, მთელი ამ პერიოდის მანძილზე მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება",- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილმა ჟურნალისტებს მოთხოვნები გააცნო.

მისი თქმით, კონსტიტუციის ნაწილში ,,პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნები იქნება:

1. საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა.

2. კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ახალგაზრდა თაობაში ეროვნული ცნობიერებისა და ქართული აზროვნების ჩამოყალიბება სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა.

3. უნდა აღდგეს ჩანაწერი,რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არც მფლობელი და არც დამქირავებელი არ შეიძლება იყოს უცხოელი.

5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, აქ პარტია შემდეგ მოთხოვნებზე აკეთებს აქცენტს:

1. შეიქმნას სახელმწიფო კომისია რომელიც დაიწყებს მუშაობას ახალი პოლიტიკური ფორმატის "საქართველო-ნატო-რუსეთის"ამოქმედებაზე რომელიც უპრეცედენტო პროექტია თავდაუსხმელობის, უსაფრთხოების, საზღვრების უცველობის კუთხით და ამავე კონტექსტში დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან.

,,სოციალური პოლიტიკის ნაწილში ჩვენი მოთხოვნები ასეთია:

1.შეიქმნას საბანკო გადასახადების მარეგულირებელი კომისია,რომელიც დაარეგულირებს არა უბრალოდ საბანკო კრედიტის პროცენტის მოცულობას,არამედ ჯამში ყველა საბანკო გადასახადს. წლიურად,ეს გადასახადი დოლარში უნდა იყოს 6%, ხოლო ლარში 9%,იგივე უნდა ეხებოდეს მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს. ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს საბანკო გადასახადების რეგულაცია და პროცენტის შემცირება იმგვარად რომ მოსახლეობამ თავი დააღწიოს საბანკო ტერორს და მძევლობას.

2. იპოთეკარებისა და მეანაბრეების თემა - სასწრაფოდ შეიქმნას სახელმწიფო კომისია,რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული დაზარალებულის საქმეს და არა მარტო განიხილავს,არამედ ინდივიდუალურად გადაწყვეტს ყოველი კონკრეტული ოჯახის საკითხს,სწორედაც რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.

3. დაიწყოს ხელახალი აღწერა და სოციალური შემწეობა აღუდგეს ყველა იმ მოქალაქეს,რომელსაც ის უსამართლოდ გაუუქმეს,შეიცვალოს ე.წ. კრიტერიუმების, ქულების მინიწების აბსურდული სისტემა,რომლის საფუძველზეც შემწეობა ერთმევა ყველა გაღატაკებულ ფენას",- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი - მეთიუ ბრაიზა

14 ივლისი, 2020 , 20:49

საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ „მთავარი არხის“ გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა. ბრა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა

14 ივლისი, 2020 , 20:23

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

14 ივლისი, 2020 , 18:01

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების

ამ შემოდგომით საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები - მიხეილ სააკაშვილი

14 ივლისი, 2020 , 16:47

ამ შემოდგომით საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები. დავასრულებთ ჩემი სამშობლოს დამცირებასა და ჩემი ერის განადგურებას რუსეთის მიერ დანიშნული ოლიგარქი ივანიშვილის მიერ და დავაბრუნებთ საქართველოს სახელმწიფოს განვ

რატომ გადავწყვიტე დეპუტატობა? - თემურ შაშიაშვილი

14 ივლისი, 2020 , 16:25

„თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება ქუთაისის მოჟორიტარად კენჭისყრის შესახებ. დღეს ის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს თავისი გადაწყვეტილების მიზეზს. „ რატომ გა

გიორგი გახარიამ საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

14 ივლისი, 2020 , 13:03

გიორგი გახარიამ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს ეროვნული დღესასწაული მიულოცა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის დადებით დინამიკას და ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე