უკან
უახლესი ამბები
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
პოლიტიკა
16 მაისი, 2018 11:55
`პატრიოტთა ალიანსის` დელეგაცია მოსკოვში მიემგზავრება
"პატრიოტთა ალიანსის" სამკაციანი დელეგაცია რუსეთის დედაქალაქში მიემგზავრება. ეს იქნება პარტიის წარმომადგენლების მესამე ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში.
დელეგაციის შემადგენლობა უცვლელია - ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე.
როგორც ,,პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, დაგეგმილია შეხვედრები სახელმწიფო დუმასა და ფედერაციის საბჭოში. განხილვის მთავარ თემად ქვეყნებს შორის ურთიერთობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება სახელდება.
ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტი არა იზოლაციის გამოცხადება, არამედ საქართველოს გამთლიანებისთვის მოქმედებაა საჭირო.
"რუსეთის მხარე უნდა დაგვეხმაროს ტატუნაშვილის საქმის გამოძიებაში. უნდა ესმოდეთ, რომ ამ ფაქტის გამოძიება იქნება სასარგებლო ყველა მხარისთვის,"-აცხადებს ადა მარშანია.