უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 სექტემბერი, 2019 15:20
font-size

„პატრიოტთა ალიანსის“ დევიდ კრამერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ითხოვს

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის არაეთიკური ქცევის შეფასება და მისი პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაა.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა პარტიის ლიდერი ბეჟან გუნავაც, რომელიც სამინისტროში შეღწევას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მიცეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ქვეყანაში მასშტაბური აქციები დაიწყება.

"პატრიოტთა ალიანსმა" უკვე დააანონსა ახალი აქცია, კვირას, ამერიკის საელჩოსთან, როემლზეც იგივე მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაჟღერდება.

შეგახსენებთ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყო, რის შემდეგაც კრამერი და ინაშვილი შელაპარაკდნენ.

საქართველოში 23-25 იანვარს თოვლია მოსალოდნელი

22 იანვარი, 2020 , 16:50

23 იანვრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი. „23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით,

ტექნიკურ უნივერსიტეტში რევაზ მიშველაძის იუბილე აღნიშნეს

22 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველი მწერლის, ნოველისტისა და საზოგადო მოღვაწის რევაზ მიშველაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობი

ბრიტანული კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით დაინტერესდა

22 იანვარი, 2020 , 16:30

გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით არის დაინტერესებული, რომლითაც რეგიონს დაფარავს, - ამის

თქვენ ჩემთვის უფრო მეტად დაზარალებულები ხართ, ვიდრე ჩემი ოჯახი - ზაზა სარალიძე

22 იანვარი, 2020 , 16:30

ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში გიორგი ჯანაშიას აღიარებით ჩვენებას ეხმაურება. სარალიძე წერს, რომ ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილის მშობლებს სამძმარს უცხადებს.„2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული მუდამ ვფიქრობდი, თუ რ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს შეხვდა

22 იანვარი, 2020 , 16:10

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს, ვოლკან კოსკუნის შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გარემ

`ბიძინას ბოსტანი` - აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ღობეზე წარწერა გააკეთეს

22 იანვარი, 2020 , 16:10

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ღობეზე პლაკატები გააკრეს და წარწერა "ბიძინას ბოს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`