უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 სექტემბერი, 2019 14:15
font-size

„პატრიოტთა ალიანსის“ გუშინდელ აქცია თავისი შინაარსით არის მავნებლური -გია ვოლსკი

აშშ არის ჩვენი მთავარი პარტნიორი და არანაირად არ არის დაკავშირებული კრამერის თუ ფორუმში მონაწილე სხვათა საქციელზე ან განცხადებებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აშშ-ს საელჩოსთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს აქციაც გამიზნულია და გარკვეულ პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული. თავისი შინაარსით არის მავნებლური, ვინაიდან არ შეიძლება, ვინმე კრამერის აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელი დაუკავშირდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის მინიშნება აშკარად იგრძნობოდა გუშინ.

ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყანა და არანაირად არ არის დაკავშირებული კრამერის, თუ ამ ფორუმში მონაწილე სხვათა საქციელზე ან განცხადებებზე. მე ვფიქრობ, საზოგადოებამაც ეს კარგად გაიგო. თუმცა, აშკარად იყო მცდელობა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაიგივებული იყოს უკმეხ საქციელთან ქართველების და საქართველოს მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსმა“ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან 15 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, აქციის მიზეზი 10 სექტემბერს თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია იყო. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა.

პოლიტიკურ ბოდვებზე კომენტარს არ გავაკეთებ - შალვა თადუმაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 16:00

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ,პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე მედიის კითხვებს უპასუხა. მის დიპლომთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწად-

ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის დასჯას განაგრძობს - ნინო ბურჯანაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის დასჯას განაგრძობს, - ასე აფასებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის

თადუმაძის საკითხი ძალიან სერიოზულია - ანა დოლიძე

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

შეიძლება თუ არა, ადამიანს, რომელსაც შესაძლოა, არ ჰქონდეს იურიდიული განათლება, ეკავოს გენერალური პროკურორის თანამდებობა?! - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, „თადუმაძის საკითხი ძ

რომ მე ნამდვილად არაფერი მემუქრება - გიორგი მარგველაშვილი

17 ოქტომბერი, 2019 , 16:30

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას ეხმაურება. "ეს არის ინსტიტუტზე შურისძიება. აქ არ არის გიორგი მარგველაშვილზე საუბარი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ პრეზიდენტი და ყოფილი

“სარჩელი არის დაგვიანებით წარდგენილი” - პაატა სალია `რუსთავი 2`-ის დამფუძნებლებს პასუხობს

17 ოქტომბერი, 2019 , 16:30

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" - ის გენერალური დირექტორი პაატა სალია, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს პასუხობს. "ადრეა ვისაუბროთ სარჩელის შინაარსზე, თუმცა პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფაქტებიდან შემიძლია ერთი კომენტარი

გარკვეულ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს არ მოსწონთ ჩვენი რეფორმები და ორკესტრირებული შავი პიარით ცდილობენ ყალბი ინფორმაციების გავრცელებას - ნათია თურნავა

17 ოქტომბერი, 2019 , 14:40

„გარკვეულ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს არ მოსწონთ ჩვენი მთავრობის, ჩვენი ეკონომიკური გუნდისა და ჩვენი სამინისტროს მიერ განხორციელებული ბევრი რეფორმა, რომელიც, საბოლოო ჯამში, იწვევს მეტ კონკურენციას, - ამის შესახებ ეკონ