უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 მარტი, 2017 14:25
font-size

,,პატრიოტთა ალიანსმა’’ შესაძლოა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს

პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრებმა შეხვედრა გამართეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, სადაც საუბარი შეეხო ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლის საკითხს.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, გამორიცხული არ არის ,,პატრიოტთა ალიანსმა’’ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს.

”ხაზი გავუსვით იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს სულ სხვა გარემოში. ის კანონმდებლობა, ის სისტემა, რაც დღეს ფუნქციონირებს, სულაც არ არის თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი. ვისაუბრეთ იმაზე, რომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, რაც არის უმნიშვნელოვანესი საკითხი.

მონიტორინგის კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობით და იმით, ვუჭერთ მხარს, პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის წესს თუ პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ.

ჩვენ ვთქვით, რომ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას. საარჩევნო თემატიკაზე მონიტორინგის ჯგუფის წევრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, რადგან მოახლოებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ხელისუფლება ამბობს, რომ არაფერს შეცვლის. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, დღის წესრიგში არჩევნების ბოიკოტის საკითხის დაყენებას”, - განუცხადა ჟურნალისტებს ირმა ინაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

24 თებერვალი, 2020 , 17:45

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა. გამოსვლაში ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში

მაჭავარიანს თუ ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ჭრელ პერანგს აცმევენ - დავით ჭიჭინაძე

24 თებერვალი, 2020 , 14:30

მაჭავარიანს ეტყობა აერია, სად იმყოფება. თუ ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ჭრელ პერანგს აცმევენ და მათ რა სახელიც ჰქვიათ, ის უნდა დავარქვათ მასაც, - ამის შ

საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად - დავით ზალკალიანი

24 თებერვალი, 2020 , 14:30

საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. Th

ბიძინა ივანიშვილი NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა

24 თებერვალი, 2020 , 14:30

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედ

პოლიტიკური დევნის საქმეების შემსწავლელი კომისია დავით ქაცარავას საკითხზე მსჯელობს

24 თებერვალი, 2020 , 14:30

პოლიტიკური დევნის საქმეების შემსწავლელი კომისია დღეს დავით ქაცარავას საკითხს იხილავს. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, დღეს იხილავენ დავით

ივანე მაჭავარიანის ადგილი არის ციხეში, ყველა, ვინც მას გადაეფარება, ხდება მისი თანამონაწილე - გედევან ფოფხაძე

24 თებერვალი, 2020 , 13:45

საკითხები, რომელზეც დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე უნდა გვემსჯელა, პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ კორუფციასთან, დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობის აბუჩად აგდებასთან და გაღატაკებასთან, როდესაც მინისტრი ამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`