უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

9 ნოემბერი, 2017 14:15
font-size

პავლო როზენკო და სოზარ სუბარი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად, წეროვანის დევნილთა ჩასახლებას ესტუმრა და მინანქრის საწარმო დაათვალიერა.

წეროვანში დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, სოზარ სუბარი და პავლო როზენკო ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. მინისტრები საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბერლინის კედელი იყო საზღვარი ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის, ცივილიზაციასა და ბოროტებას შორის, როგორც დღეს, ეს ხელოვნური ბარიერი არის საზღვარი ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის. მჯერა, რომ როგორც ბერლინის კედელი დაინგრა, ისე დაინგრევა ნებისმიერი ასეთი ბარიერი. დღეს, საქართველო და უკრაინა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ, გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, უკრაინაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. თუმცა, ორი მეგობარი ქვეყნის მტკიცე პოზიცია და საერთაშორისო მხარდაჭერა არის საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინის ვიცე-პრემიერს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ უკრაინისგან. უკრაინელები იბრძოდნენ ჩვენს გვერდით, როგორც ქართველები იბრძვიან დღეს უკრაინაში და ეს არის საერთო ბრძოლა თავისუფლებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა პავლო როზენკომ, ე.წ საზღვრიდან, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა.

„ის რაც ხდება საქართველოსა და უკრაინაში არის ერთი ადამიანის გაუაზრებელ სურვილს შეწირული უამრავი განადგურებული, დახვრეტილი ადამიანი და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები. ჩვენ დღეს ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან, ამის ნახვა შეუძლებელია უკრაინაში, რადგან იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ზუსტად გუშინ, უკრაინაში მოკლული იქნა ჯარისკაცი ოკუპანტების მიერ. გამოვთქვამ იმედს, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და აქედან მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე, რათა აღდგეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა პავლო როზენკომ.

უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრის პავლო როზენკოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება. ვიზიტის მიზანს, იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ბრალდებით სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი გენადი ბესტაევი დააკავეს

13 თებერვალი, 2018 , 12:50

რუსმა საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი გენადი ბესტაევი რიგით მეოთხედ დააკავეს. ბოლოს ბესტაევს საოკუპაციო ხაზის კვეთისთვის 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს,

აფხაზეთში თურქეთის მოქალაქე გაიტაცეს

10 თებერვალი, 2018 , 16:45

ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის მოქალაქე, თევზსაჭერი გემის კაპიტანი სელიმ კაია გაიტაცეს. ოჩამჩირის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის მოადგილის, სლავიკ კუჩუბერიას თქმით, შემთხვევა გუშინ საღამოს ოჩამჩირის ნავსადგურთან ახლოს მოხდა.

რუსეთში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩი ირანის საელჩოს ოფიციალურ მიღებას დაესწრო - ოსური მედია

10 თებერვალი, 2018 , 11:40

რუსეთში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩი ზნაურ გასიევი რუსეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მეჰდი სანაის მიწვევით ყოველწლიურ დიპლომატიურ მიღებას დაესწრო, რომელიც მიეძღვნა ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღეს. ამ

აფხაზეთში, შესაძლოა, სოციალური ქსელები აკრძალონ

6 თებერვალი, 2018 , 12:00

აფხაზეთში, შესაძლოა, სოციალური ქსელები აკრძალონ. ინიციატივა გაახმოვანა ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. საქმე ეხება ანონიმ მომხმარებლებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში „ჯგუფებს“ ქმნიან, ს

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოკუპირებული ,,სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო შენაერთების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა

31 იანვარი, 2018 , 14:30

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ შეიარაღებული ძალების ცალკეული შენაერთების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმების“ რატიფიცირებას მხარი დაუჭი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სკოლებში ისტორიის ახალი სახელმძღვანელო შეაქვთ

31 იანვარი, 2018 , 12:50

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სკოლებში ახალი სასწავლო წლისთვის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოებს დაარიგებენ, – ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამეცნიერო კვლევით