უკან
საზოგადოება
27 დეკემბერი, 2016 12:50
პედაგოგების ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა - ალექსანდრე ჯეჯელავა
განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს ჰპირდება, რომ მათი ანაზღაურების გაზრდა იქნება პრიორიტეტული.
შესაბამისი განცხადება მინისტრმა განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე გააკეთა.
,,მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში შეგვიძლია ვიამაყოთ იმითი, რომ პედაგოგების ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეგვიძლია დავპირდეთ პედაგოგებს, რომ შემდგომშიც მათი ანაზღაურების გაზრდა იქნება ჩვენი პრიორიტეტი’’, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ნინო ექვთიმიშვილი