უკან
უახლესი ამბები
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
- 18.04.2024 13:06კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
- 18.04.2024 11:40ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
არქივი
საზოგადოება
23 სექტემბერი, 2017 12:25
პეკინის ქუჩაზე „ბას ლაინებზე“ ავტომობილების გაჩერებისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში, პეკინის ქუჩაზე, „ბას ლაინებზე“ ავტომობილების გაჩერებისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან.
დედაქალაქის მერის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები საავტობუსო გზაზე მანქანებით გადაადგილდებიან, მათზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი გავრცელდება.
„მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, შეზღუდვებს და სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებს ნუ გამოიყენებენ მანქანების გასაჩერებლად, სხვა შემთხვევაში მათზე გავრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც დაჯარიმებას ითვალისწინებს და ამ ყველაფერს უზრუნველყოფს საპატრულო პოლიცია",- განაცხადა დავით ნარმანიამ.