უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
არქივი
საზოგადოება
პეკინის ქუჩაზე პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი დასრულებულია - დავით ნარმანია
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამა.
თბილისის მერის თქმით, დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი. 4 გზაჯვარედინიდან მოწყობილია საფუძვლის ფენები და საფარის ქვედა ფენა სამზე, დარჩენილია მიცკევიჩის ქუჩის გზაჯვარედინი, რომელიც დასრულდება რამდენიმე დღეში.
„ყველას მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია და აქვე გეტყვით, რომ წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მიმდინარე კვირიდან, ჯივიპი სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს დაიწყებს. პროცესი მიმდინარეობს დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რათა 10 სექტემბრისთვის, სასწავლო წლის დაწყებამდე ჩვენმა თანამოქალაეებმა პეკინზე შეუფერხებლად გადაადგილება შეძლონ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს კვლევა პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების თაობაზე,“- აცხადებს ნარმანია.