უკან
საზოგადოება
12 აგვისტო, 2020 17:48
პეკინზე და მიმდებარე ქუჩებზე სექტემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, რომლის ტარიფი უბნების მიხედვით განსხვავებული იქნება.
თბილისის მერის განცხადებით, უფასო პარკირება ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ელექტრომობილების მძღოლებს შეეძლებათ. პარკირება სხვა რაიონიდან მოსული ადამიანებისთვის ფასიანი იქნება.
„ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა დაარეგისტრიროს საკუთარი ავტომობილები თავისი საცხოვრებელი ზონების მიხედვით. ხოლო სტუმრად მოსული ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, იქნება გადასახადი“, - თქვა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის რამდენიმე ქუჩაში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა უკვე მოქმედებს.