უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ოქტომბერი, 2016 15:45
font-size

პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო.

სამინისტროს ცნობით, პროგრამის მეორე ეტაპზე მკურნალობაში 680 პატიმარი ერთვება, მათ შორის N2 პენიტენციური დაწესებულებიდან 50 ბენეფიციარი, N3 დაწესებულება - 9; N5 დაწესებულება - 13; N6 დაწესებულება - 35; N7 დაწესებულება - 8; N8 დაწესებულებიდან - 55; N12 დაწესებულება - 22 პატიმარი; N14 დაწესებულება -115; N15 დაწესებულება -150; N16 დაწესებულება - 8; N17 დაწესებულება - 187 მსჯავრდებული და N18 დაწესებულებიდან - 7. ეტაპობრივად, წლის ბოლომდე, მკურნალობაში ჩართულ პატიმართა რიცხვი 1000-მდე გაიზრდება.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი პროგრამით გათვალისწინებულ ანტივირუსულ მკურნალობაში ყველა პატიმრის ეტაპობრივად ჩართვას გულისხმობს, განურჩევლად ღვიძლის ფიბროზის (დაზიანების) ხარისხისა. 2016 წლიდან პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომია ახალი მედიკამენტით - „ჰარვონით“. მანამდე კი, 2015 წლის აგვისტოდან C ჰეპატიტით დაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების მკურნალობა ასევე ახალი მედიკამენტით - „სოფოსბუვირით“ დაიწყო. სულ 2014-2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, C ჰეპატიტზე სკრინინგი 17 237 პატიმარს ჩაუტარდა; მკურნალობის კურსში 710 მსჯავრდებული/ბრალდებული ჩაერთო. მკურნალობა წარმატებით დაასრულა 557 პატიმარმა.

ვგმობთ ჟურნალისტების უკანონო მოსმენის პრაქტიკას - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

29 ოქტომბერი, 2020 , 17:40

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ სათანადო რეაგირება სატელეფონო ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2338 ლარი გახდა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:25

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2338 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2338 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3

საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის განვითარების ბანკიდან დამატებით 170.8 მლნ ევრო მიიღო

29 ოქტომბერი, 2020 , 17:25

დღეს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის“ თაობაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავა

მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის ენითაა გაჯერებული - კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორინგის ანგარიში

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

კომუნიკაციების კომისია მედიამონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. პირველ შუალედურ ანგარიშში წერია, რომ მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის ენით და უცენზურო გამონათქვამებითაა გაჯერებული. კომუნიკაციების მარეგული

ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. „2020 წლის 29 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონი

წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ „ემპათიამ“ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:00

ცენტრმა „ემპათიამ“ წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „ემპათიადან" აცნობეს. როგორც ინფორმაციაშია აღ