უკან

საზოგადოება

6 დეკემბერი, 2017 16:25
font-size

პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის მომსახურებით უკმაყოფილო პატიმართა რიცხვი საგრძნობლად დაეცა - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატმა წარმოადგინა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული კვლევა, რომელიც ეხება პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის მომსახურების ხელმწისაწვდომობასა და ხარისხს.

კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის სერვისით უკმაყოფილი პატიმართა რიცხვი 72%-დან 15-22%-მდე დაეცა.

სახალხო დამცველის მონაცემებით, პრობლემურია სომატური და ფსიქიკური დაავადებების სკრინინგული გამოკვლევების არასრულფასოვნება, ასევე სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი ცოდნა.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 6 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის უფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული კვლევა მოიცავს სოციოლოგიურ გამოკითხვას, რომელშიც 943-მა პატიმარმა მიიღო მონაწილეობა, ასევე სამედიცინო პერსონალთან სპეციალური კითხვარის საფუძველზე გასაუბრებას, ფოკუს ჯგუფს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებთან, სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, სამართლებრივი ბაზის ანალიზსა და დაწესებულებებში არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის შეფასებას.

კვლევის ძირითადი ამოცანა იყო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პირობების პატიმართა ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შეფასება, პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხის შესწავლა, სერვისების შესახებ პატიმართა ინფორმირებულობისა და ამ სერვისებით კმაყოფილების დონის დადგენა. კვლევა ასევე მიზნად ისახავდა 2013 წლიდან პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების ზეგავლენის შეფასებას.

კვლევის ანგარიშში დადებითად არის აღნიშნული 2013 წლიდან პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით გატარებული არაერთი რეფორმა, რომელმაც ხელი შეუწყო პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას, რასაც სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს.

მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ პატიმართა რაოდენობა, რომელიც პენიტენციური ჯანდაცვის სერვისებს უარყოფითად აფასებს. თუ 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მიღებულ სამედიცინო მომსახურებას უარყოფითად გამოკითხულ პატიმართა 72% აფასებდა, ბოლო კვლევის მიხედვით, მიწოდებული მომსახურებით უკმაყოფილო პატიმართა რიცხვი 15-დან 22%-მდე მერყეობს. (გამოკითხულმა პატიმრებმა ცალ-ცალკე შეაფასეს პენიტენციურ დაწესებულებებში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაწეული მომსახურება). გამოკითხულ პატიმართა 12,5-დან 25,7 %-მდე მომსახურებას არც დადებითად და არც უარყოფითად არ ახასიათებს ან უჭირს პასუხის გაცემა, პატიმართა 72,6 % დადებითად აფასებს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაწეულ სერვისს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების და პენიტენციური დაწესებულებების შემთხვევაში კი - შესაბამისად 44,8 %, და 59,2%.

კვლევის შედეგების თანახმად, მიუხედავად პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესისა, სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და გამოწვევა რჩება. პრობლემათა შორის სახელდება სომატური და ფსიქიკური დაავადებების სკრინინგული გამოკვლევების არასრულფასოვნება, პატიმრობის პირობების უარყოფითი გავლენა პატიმართა ფსიქიკურ და სომატურ ჯანმრთელობაზე, სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა და არასათანადო სამუშაო პირობები (პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალი პრაქტიკულად „ინფორმაციულ იზოლაციაში“ იმყოფება, რაც ხელს უშლის მათ პროფესიულ განვითარებას და აისახება მიწოდებული მომსახურების ხარისხზე), ზოგიერთი ექიმ-სპეციალისტის სათანადო პერიოდულობის ვიზიტის უზრუნველყოფა და სამედიცინო მომსახურების ორგანიზების გარკვეული ხარვეზები.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პატიმართა ჯანმრთელობის უფლების დაცვის სათანადო ხარისხის მისაღწევად აუცილებელია პენიტენციურ დაწესებულებებში, განსაკუთრებით დახურული ტიპის დაწესებულებებში, გარემოს გაჯანსაღება, პრევენციული ჯანდაცვის მოდელის დამკვიდრება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სათანადო ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა, სუფთა ჰაერზე ყოფნისა და ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობების გაზრდა და ამ გზით პატიმრობის პირობების შემსუბუქება. ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს პენიტენციური ჯანდაცვის ტვირთის შემცირებას და პენიტენციური სისტემის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართვის მოდელის განმტკიცებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

15 დეკემბერი, 2019 , 09:00

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

აქ ყოველთვის იყო ევროპა - გიორგი გახარია

14 დეკემბერი, 2019 , 17:55

აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ

სამინისტრო აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში

14 დეკემბერი, 2019 , 17:45

სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში, - ამის შესახებ ნათქვამია განათლ

ნატო ჩხეიძე: მარტო მე მახსოვს და სხვას არავის ქართული ოცნებიდან?

14 დეკემბერი, 2019 , 17:17

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ორგანიზებული ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: “ერთადერთი რამეა ქვეყნისათვის საშიში”   დეპუტატ

თავისუფლების მოედანზე, `ქართული ოცნების` მიერ ორგანიზებული ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

14 დეკემბერი, 2019 , 16:45

ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებს

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

14 დეკემბერი, 2019 , 16:40

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`