უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 ნოემბერი, 2018 17:15
font-size

პენსიის 400 ლარამდე ზრდის დაპირება არის მასშტაბური ტყუილი და ჩვენს ოპონენტებს არ რცხვენიათ, როდესაც ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ასეთ სიცრუეს ეუბნებიან - მამუკა ბახტაძე

ისეთი რაოდენობის ტყუილი, დეზინფორმაცია და ე.წ fake news, რაც საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში დაფიქსირდა, არ ვიცი პრაქტიკაში თუ ყოფილა რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ამავდროულად, არის ლაკმუსის ქაღალდი, რადგან ტყუილების ტალღა, რაც ყოველდღიურად მოდის, ძალიან მარტივად გადამოწმებადია.

პრემიერი გამოეხმაურა ოპონენტების დაპირებას პენსიის 400 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებით და მზადყოფნა გამოთქვა, ოპონენტებს კალკულატორი გაუგზავნოს სწორი გათვლების გასაკეთებლად, თუ რა ოდენობის თანხაზეა საუბარი ჯამურად.

„თუ ამდენი დათვლის საშუალება არ აქვთ, შემიძლია პირადად გავუგზავნო რამდენიმე კალკულატორი საჩუქრად ჩვენს ოპონენტებს. საუბარია დამატებით 2 მილიარდ ლარზე, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი ექიმების, ჯარისკაცების, პოლიციელების, მასწავლებლების და ყველა უწყების ერთად აღებული ხელფასი. ამ რაოდენობის და ამ მასშტაბის ტყუილს ამბობს ეს ხალხი და არ რცხვენიათ, რომ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ასეთ ტიპის ტყუილს ეუბნებიან, რომ შეძლებენ პენსიის 400 ლარამდე ზრდას. ეს მათემატიკურად არის შეუძლებელი, პოლიტიკური უპასუხისმგებლობა რომ არის, ეს კიდევ ცალკე საკითხია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს გუნდი ცოტა შორს არის ერთმანეთისგან, მაგრამ ამის უფლებასაც აძლევენ თავს, რომ ჩვენს ბებიებს, ბაბუებს და ამ თაობას ასეთ ტიპის ტყუილი მიუტანონ კომუნიკაციის სხვადასხვა არხის მეშვეობით. ეს სრულიად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამ ტყუილს აუცილებლად ადეკვატურ პასუხს გასცემს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების შეხვედრას ჰელსინკიში და აღნიშნა, რომ მათი ე.წ ხელახლა გაერთიანება კიდევ ერთი ტყუილი და თვალთმაქცობაა.

„ერთობა მათ ჰქონდათ მუდმივად, რადგან ისინი ერთიანები იყვნენ სწორედ იმ ძალადობაში, რასაც ახორციელებდნენ 2012 წლამდე. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ეს ერთობა ყოველთვის იყო და საქმე გვქონდა იაფფასიან მცდელობასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილს გარკვეულად დისტანცირება მოეხდინა იმ საერთო წარსულიდან, რომელიც მათ აერთიანებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი