უკან

სამართალი

11 ნოემბერი, 2019 13:00
font-size

პენსიის დაზოგვის გამო პენსიონერისათვის საპენსიო თანხის გადახდის შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პენსიონერ მედია კვაჭაძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საია-ს ინფორმაციით, წარდგენილი სარჩელით ისინი ითხოვენ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს პენსიის შეჩერებას, თუ პენსიონერმა 6 თვის განმავლობაში საბანკო ანგარიშზე დატოვა პენსია. პენსიონერს აქვს პენსიის განახლების მოთხოვნის უფლება, თუმცა მას აუნაზღაურდება მხოლოდ ერთი წლის პენსია.

„მოსარჩელე მედეა კვაჭაძემ გადაწყვიტა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად დაეგროვებინა საპენსიო თანხა. ამიტომ, არ გამოჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან დარიცხული პენსია საკუთარი საპენსიო ანგარიშიდან. 2017 წლის 1 ივნისიდან სახელმწიფომ შეწყვიტა მედეა კვაჭაძისათვის პენსიის დარიცხვა. ის, რომ საპენსიო თანხის მოცულობა არ იზრდებოდა, მედეა კვაჭაძემ შენიშნა მხოლოდ 2019 წლის იანვარში და განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს. მედეა კვაჭაძეს აღუდგა პენსია, თუმცა მან მიიღო მხოლოდ ერთი წლის, 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის პირველ ივლისამდე მისაღები საპენსიო თანხა. პენსიის შეჩერების პერიოდი ერთი წელი და შვიდი თვე, საიდანაც სახელმწიფომ მხოლოდ ერთი წლის პენსია აანაზღაურა. საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტომ უარი განაცხადა პენსიონერისათვის აენაზღაურებინა დარჩენილი 7 თვის ანაზღაურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საია-ს მიაჩნია, რომ საპენსიო თანხებზე ადამიანს აქვს საკუთრების უფლება.

„საკუთრების უფლება ასევე გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას დაზოგვის გზით დააგროვოს უფრო მეტი თანხა. პენსიის შეჩერების გზით სახელმწიფო სჯის პენსიონერს თავისი ფულის მიმართ მესაკუთრული უფლებამოსილების გამოყენების გამო. ამასთან საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია ის, რომ სახელმწიფო სრულად არ ანაზღაურებს მის მიერ არაკონსტიტუციურად შეჩერებული პენსიის თანხას და ახდენს მხოლოდ ერთი წლის მიუღებელი პენსიის გადახდას. საიას აზრით, გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებას“, - აცხადებენ საია-ში.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

11 აპრილი, 2024 , 14:13

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. როგორც ორგანიზაციის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი