უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ოქტომბერი, 2019 17:00
font-size

პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები საქართველოში - სახელმწიფო ინსპექტორი და IRC-ის დირექტორი ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია პროექტის - „მონაცემთა სუბიექტებისა და სხვა აქტორების გაძლიერება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზაციისთვის“ ფარგლებში თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ (IRC) დირექტორ გიორგი გაბრიელაშვილთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ. ლონდა თოლორაიამ პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა: „მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებისა და სტუდენტების აღნიშნულ პროექტში ჩართვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პერსონალურ მონაცემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და თავად სტუდენტების პროფესიულ ზრდას. “ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

გიორგი გაბრიელაშვილმა სტუდენტებს პროექტის შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია და პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში სტუდენტების ჩართულობის პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა.

სტუდენტებისთვის წარდგენილი პროექტი, რომელიც ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC)- ისა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით 2019 წლის მაისიდან ხორციელდება, პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხის აქტუალიზაციას, არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას, სტუდენტების და სხვა დაინტერესებული პირების, როგორც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტივისტების“ წახალისებას და სამოქალაქო მონიტორინგის პროცესში მათ ჩართულობას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში საქართველოში მოქმედი ოთხი უნივერსიტეტის სამართლის ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის 100-მდე მოხალისე სტუდენტის შერჩევა იგეგმება, რომლებიც სათანადო ტრენინგის გავლის შემდგომ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სამოქალაქო მონიტორინგს განახორციელებენ.

პროექტში ჩართული საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე სპეციალიზებულ საკონსულტაციო კომპანიებში.

აქ ყოველთვის იყო ევროპა - გიორგი გახარია

14 დეკემბერი, 2019 , 17:55

აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ

სამინისტრო აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში

14 დეკემბერი, 2019 , 17:45

სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში, - ამის შესახებ ნათქვამია განათლ

ნატო ჩხეიძე: მარტო მე მახსოვს და სხვას არავის ქართული ოცნებიდან?

14 დეკემბერი, 2019 , 17:17

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ორგანიზებული ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: “ერთადერთი რამეა ქვეყნისათვის საშიში”   დეპუტატ

თავისუფლების მოედანზე, `ქართული ოცნების` მიერ ორგანიზებული ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

14 დეკემბერი, 2019 , 16:45

ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებს

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

14 დეკემბერი, 2019 , 16:40

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება - ექიმი

14 დეკემბერი, 2019 , 15:10

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. როგორც საქართველოს პირველ არხს იაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგმა, გიორგი ქიქავამ განუცხადა, პაციენტი იმყო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`