უახლესი ამბები
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
- 14.11.2025 12:56სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს
არქივი
პოლიტიკა
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქციაზე მისვლის ფაქტის შეფასებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება.
„ახალი არაფერი ხდება. ჩვენ ვიცით „დიფ სთეითს“ საქართველოში თავიანთი წარმომადგენლები ჰყავს. ისინი უშუალოდ ხელმძღვანელობენ ძალადობრივ ჯგუფებს და სრულ კოორდინაციაში არიან მათთან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ელჩი ამ ტიპის ქმედებებით არის დაკავებული. რა თქმა უნდა, ეს ყველანაირ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება. ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“. მეტს ვერაფერს ვუწოდებ.
რაც შეეხება ფიშერის საკონსულტაციოდ გაწვევის და შემდეგ დაბრუნების ფაქტს, გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მაინტერესებს სად გაიწვიეს და დააბრუნეს. აქ მთავარი საკითხი არის ის, რომ დიპლომატი, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდეს, ამის გარდა ყველაფერს აკეთებს. ეს ძალიან მძიმეა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით და პირდაპირ მითითებების მიცემით“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძე ასევე „პარიმ ტაიმის“ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია გარე ძალებთან სრულ კოორდინაციაშია.
„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ სრულ კოორდინაციაში არიან გარე ძალებთან, რა დავალებებსაც მიიღებენ, იმას ასრულებენ. სხვანაირი ქმედების უფლებაც არ აქვთ. ეს ტექსტშიც ეწერა, რომ არანაირი ცვლილება არ უნდა განხორციელდესო“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მედიასაშუალებას ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. მედიასაშუალება ასევე იტყობინებოდა, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.
რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ წაიკითხა განცხადება და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.
საკვანძო სიტყვები:
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:43
28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება - „ნაციონალური მოძრაობა“
14 ნოემბერი, 2025 , 11:42
უწყვეტი პროტესტის 351-ე დღე
13 ნოემბერი, 2025 , 22:14

