უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
რეგიონები
პეტრე ცისკარიშვილი: ლაზიკაში დაბალი საგადასახადო რეჟიმი და მაღალი დონის თვითმმართველობა იქნება 08.05.2012 18:15

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ლაზიკაში დაბალი საგადასახადო რეჟიმი და მაღალი დონის თვითმმართველობა იქნება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, ლაზიკაში როგორც სახელმწიფოებრივი მოწყობის, ისე საგადასახადო და ეკონომიკური თვალსაზრისით სპეციალური, განსაკუთრებული რეგულაციები იქნება.

„ახალი ქალაქი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო რუკაზე უნდა დამკვიდრდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქს ეკონომიკური აქტივობის, წახალისების კუთხით სპეციალური რეგულაციები ჰქონდეს. მაგალითად, საგადასახადო რეჟიმი ლაზიკაში შედარებით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დანარჩენ საქართველოშია. მას მაღალი დონის თვითმმართველობა ექნება და, ამ თვალსაზრისით, საქართველოს შიგნით განსაკუთრებული ქალაქი იქნება “, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში კიდევ ერთი ცვლილებება შედის, რომელიც ლაზიკის სპეციალურ სტატუსს უკავშირდება. მისი ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღეს გამართულ სხდომაზე მოხდა.