უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
არქივი
კომენტარი
მე რომ უკრაინაში ვიყო, წინა ხაზზე გავიდოდი, ვინაიდან 2 წელი ჯარშიც ვიმსახურე და საქართველოში რეზერვისტის კურსიც გავლილი მაქვს - მიხეილ სააკაშვილი
მე რომ უკრაინაში ვიყო, წინა ხაზზე გავიდოდი, ვინაიდან 2 წელი ჯარშიც ვიმსახურე და საქართველოში რეზერვისტის კურსიც გავლილი მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი - ორი ქართველი მოხალისე დაგვეღუპა. მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც უკრაინაში მიდის - თუ საერთოდ არ გაქვთ რაიმე სამხედრო მომზადება გავლილი, ნუ ჩაეწერებით შეიარაღებულ შენაერთში. ადგილზე ბევრი სხვა სახის დახმარებაა შესაძლებელი. დაეხმარეთ საგანგებო სიტუაციების სამსახურს, სამედიცინო ბრიგადებს. წინა ხაზზე გასვლა სულ სხვა მომზადებას საჭიროებს. მე რომ იქ ვიყო, წინა ხაზზე გავიდოდი, ვინაიდან 2 წელი ჯარშიც ვიმსახურე და საქართველოში რეზერვისტის კურსიც გავლილი მაქვს“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.