უკან

საზოგადოება

25 იანვარი, 2024 16:37
font-size

საავტომობილო გზების დეპარტამენტი „ერ ტე დე“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი „ტელეკომპანია პირველის“ მიერ „ერ ტე დე“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კომპანია „ერ ტე დე“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9-კმ20 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა გასულ წელს - 2023 წლის 9 ნოემბერს.

ტენდერი გაიხსნა და სატენდერო წინადადებების შესწავლა-შეფასება დაიწყო 2023 წლის 15 დეკემბერს. მასში მონაწილეობდა 3 პრეტენდენტი. კომპანია „ერ ტე დე“, იმის გათვალისწინებით, რომ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მითითებული ჰქონდა ყველაზე დაბალი ფასი, გამარჯვებულად გამოვლინდა 2023 წლის 22 დეკემბერს.

კომპანია „ერ ტე დე“-ს მოწვევა ხელშეკრულების გასაფორმებლად გაეგზავნა 2024 წლის 4 იანვარს, ხოლო მასთან ხელშეკრულება გაფორმდა 2024 წლის 18 იანვარს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარჯვებულის გამოვლენისას იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად და არ გააჩნდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ანდა ტენდერის შეწყვეტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი.

ასევე, დეპარტამენტს არანაირი კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. უფრო მეტიც, სწორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უარი იქნებოდა კანონდარღვევა.

მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ სატენდერო დოკუმენტებში ნათლად ჩანს ტენდერის გამოცხადებისა და დასრულების ვადები, ტელეკომპანიის წარმომადგენლები, კომპეტენტურ უწყებასთან გადამოწმების გარეშე, შეგნებულად ავრცელებენ არასრულ ინფორმაციას, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს - კვლავ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა და მოახდინონ სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაცია”,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი