უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

17 ოქტომბერი, 2017 13:35
font-size

პეტრო პოროშენკომ სადეპუტატო იმუნიტეტთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა ნაწილობრივ გაითვალისწინა

უკრაინის პრეზიდენტმა - პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადას სადეპუტატო იმუნიტეტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ინიციატივით მიმართა.

პრეზიდენტის კანონპროექტი, დღეს უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა.

აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში უმაღლეს რადასათან ოპოზიციური პარტიები „სამოპომიჩ“, „ბატკივშჩინა“, „ახალ ძალთა მოძრაობა“, „5.10“, „სვობოდა“, ეროვნული კორპუსი და მოხალისეთა კორპუსი „პრავი სექტორ“ აქციას მართავენ. ოპოზიცია სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, საარჩევნო კანომდებლობაში ცვლილების შეტანას და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვს.

უკრაინის პრეზიდენტი სთხოვს დეპუტატებს, უკრაინის კონსიტუციის მე-80 მუხლში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა განიხილონ.

პოროშენკოს განმარტებით ბარათში ნათქვამია,რომ აღნიშნული მუხლი უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად: “უკრაინის სახალხო დეპუტატებს არ ეკისრებათ იურიდიული პასუხისმგებლობა კენჭისყრის შედეგებზე, ან იმ გამონათქვამების გამო, რომლებსაც ისინი პარლამენტში, ან სხვა ორგანოებში გაახმოვანებენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდეასც მათ გამონათქვამებში სიცრუის, ან შეურაცხყოფის ნიშნები გამოიკვეთება“.

დოკუმენტის შინაარსის სრული ვერსია პარლამენტის საიტზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

იმ შემთხვევაში თუ დეპუტატები პოროშენკოს წინადადებას გაიზიარებენ, კანონი ძალაში 2020 წელს შევა.

მონიკა დავლიანიძე

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი