Peugeot ახალ მოდელს Peugeot 3008 წარადგენს

ოქტომბერში ახალი Peugeot 3008 გამოდის. მოდელის მეორე თაობა უფრო SUV-ური ტიპია, აქვს ციფრული კოკპიტი და ბაზა, რომელსაც მომავალში Opel-იც გამოიყენებს.

ახალი Peugeot 3008 წინამორბედთან შედარებით, რომლის ზონა 3008-ს შეადგენდა 100 კილოგრამით შემცირდა . ახალი მოდელის ფასი ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, საწყისი ფასი კი დაახლოებით 25 000 ევროა.

ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება ბენზინისა და დიზელის ორ-ორი ძრავით.

ინტერიერში მთავარი სიახლე ახალი ციფრული კოკპიტია, რომელსაც ფრანგები i-Cockpit 2.0-ს უწოდებენ.

სისტემა 8-დუიმიან სენსორულ ეკრანზე 3D-რუკებს აჩვენებს და ფლობს როგორც Apple CarPlay-ს, ისე Android Auto-საც.

მონიკა დავლიანიძე