“Peugeot” თავისი მოდელების რიცხობრივ აღნიშვნებს შეცვლის
27.05.2012 17:49
კომპანია “Peugeot” თავისი მოდელების რიცხობრივ დასახელებებს შეცვლის. ამიერიდან ავტომანქანების მარკების ყველა აღნიშვნა მხოლოდ ციფრებით: „1“ და „8“ დაბოლოვდება. „პეჟოს“ რიცხობრივი დასახელებები შუაში „0“–ით თავდაპირველად 1929 წელს გამოიყენეს. პირველი ციფრი ტრადიციულად ავტომანქანის ზომას, მეორე კი თაობას აღნიშნავდა. 2005 წლიდან ორი 0–ის მქონე აღნიშვნების: 3008 და 5008 გამოყენება დაიწყეს.
ახლა კი ბოლო ციფრი და მოდელების დასახელება აღარ აღნიშნავს იმას, თუ რომელ თაობას მიეკუთვნება ავტომანქანა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, რიცხობრივ აღნიშვნაში „8“–ის არსებობა იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მყიდველის წინაშე ფასის, ხარისხისა და სტატუსის საუკეთესო შეხამების მქონე ავტომანქანა დგას. „1“–ის არსებობა კი იმის ნიშანია იქნება, რომ კლიენტის წინაშეა შესანიშნავი მართვის მქონე მანქანა, რომელიც მძღოლს მართვით კმაყოფილებას ანიჭებს.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ახალი აღნიშვნა მომხმარებლებს მანქანების მოდელების ამოცნობას გაუადვილებს.


















