საზოგადოება

პიკი იქნება მდორე, საქართველო აქედან გამოვა მინიმალური დანაკარგით - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკს ორ-სამ კვირაში ვარაუდობს.
მისი ვარაუდით, პიკის დროს ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეში 100-ს არ აღემატება. ჯამური რაოდენობა 1000-დან 2000-ის ფარგლებში იქნება. პიკი 2-3 კვირის მანძილზე შენარჩუნდება, თუმცა ის იქნება მდორე. დაახლოებით თვენახევრის შემდეგ ეპიდემიის გავრცელება შემცირებას დაიწყებს.
„საქართველოში ფიქსირდება მატება, მაგრამ არც ერთ დღეს არ ყოფილა 20 შემთხვევაზე მეტი. ეს შიდა გადაცემის სტადიისთვის, ანუ ინფექციის გავრცელების სტადიისთვის არის ძალიან ცოტა. ეს იგივეა, რაც წინა სტადიაზე 1-2-3 შემთხვევა. ყველა სხვა ქვეყანაში ფიქსირდება 500 შემთხვევაზე მეტი. ჩვენთან ორ ათეულ შემთხვევას არ გადაცდენია.
ჩემი პროგნოზია, რომ ვერ შევინარჩუნებთ ამ სიტუაციას ბოლომდე. დღეს თუ ორი ათეულია, შეიძლება იქნას სამი ათეული, შეიძლება იყოს ოთხი ათეული, მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა არ იქნება. ამას ძალიან დიდი დარწმუნებით ვამბობ. ინფექციის გავრცელების დინამიკა მაჩვენებს ამას.
საქართველოში, ჩემი ვარაუდით, შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-სა და 2000-ის ფარგლებში, მაშინ როდესდაც სხვაგან, ყველგან, ჩვენზე პატარა სახელმწიფოებში ეს არის 20 000-ზე, 30 000-ზე მეტი და ზოგან 100 000-ზე და 200 000-ზე მეტი. ჩემი პროგნოზით, პიკი ორი-სამი კვირის შემდეგ იქნება. ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და ეს პიკი შენარჩუნდება კიდევ ორი-სამი კვირის მანძილზე და დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით ეპიდემია წავა ქვემოთ. ისე, რომ საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან მინიმალური დანაკარგით გამოვა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00
ხელისუფლებამ აღარ დაგვიტოვა პროტესტის გარდა სხვა გზა - „ლელო საქართველოსთვის“
23 იანვარი, 2021 , 14:49

„ეს არის მონობის დაანონსება“ - შეზღუდვების ფორმალურად შემსუბუქებას სამოქალაქო აქტივისტებთან და საზოგადოებსათან ერთად პოლიტიკოსებიც გააპროტესტებენ
23 იანვარი, 2021 , 14:43

“გაწითლებული ხარო” - გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ
23 იანვარი, 2021 , 13:00