უკან
უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
არქივი
კომენტარი
27 მარტი, 2019 12:15
`პირად ცხოვრებაზე ნუ დამისვამთ კითხვას` - გიორგი ქობულია
"პირად ცხოვრებაზე ნუ დამისვამთ კითხვას", - ასე პასუხობს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ჟურნალისტების შეკითხვას მისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის შესახებ.
"თქვენს კითხვაზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ",- განაცხადა ქობულიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის სახლი, რომელიც წყნეთში, გოგებაშვილის 20 ნომერში მდებარეობს ქურდების სამიზნე რამდენიმე დღის წინ გახდა. როგორც ქობულიას მეზობლები ამბობენ, მათი ინფორმაციით, ქურდებმა სახლიდან საკმაოდ ღირებული ნივთები წაიღეს.