უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 იანვარი, 2020 12:25
font-size

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო შენახვა-გავრცელებისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით შიდა ქართლში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, ინტერნეტის საშუალებით მისი გამოყენებისა და გავრცელების, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ყოფილ მეგობარ ქალს – 2001 წელს დაბადებულ ა.გ.-ს შერიგებას სთხოვდა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც თ.გ.-ს მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

„ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, კვლავ სთხოვდა ა.გ.-ს შერიგებას, უარის მიღების შემდეგ კი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში უკანონოდ ატვირთა და გაავრცელა“, – აცხადებენ შსს-ში.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოფელ ჭალაში მკვლელობა მოხდა - მამის მკვლელობის ბრალდებით მისი შვილია დაკავებული

21 თებერვალი, 2020 , 17:40

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებ

პრობლემური სესხების მენეჯერს თაღლითობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

21 თებერვალი, 2020 , 13:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ არაერთგზის თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ყალბი ოფიციალუ

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა

21 თებერვალი, 2020 , 11:45

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახური თანამშრომელბმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს

20 თებერვალი, 2020 , 12:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხეში, ნინოწმინდასა და ადიგენის რაიონში, 28 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 26 კგ. და 545

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

20 თებერვალი, 2020 , 12:15

13-17 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი”, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლე

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქო გამოავლინეს

20 თებერვალი, 2020 , 11:50

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, სხვადასხვა დასახელების უაქციზო თამბაქო,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`