უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 დეკემბერი, 2016 14:55
font-size

პირადობის მოწმობის აღება უფასოდ, ბიომეტრული პასპორტისა კი ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მათ შეეძლებათ 15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე პერიოდში ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ, ხოლო ბიომეტრული პასპორტის ნახევარ ფასად აღება.

აქციის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

მისი თქმით, ინიციატივა მომავალ თვითმმართველობის არჩევნებსა და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს უკავშირდება.

,,თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება გაისად შემოდgომაზე და ჩვენ უკვე მეხუთე წელია ვაგრძელებთ საარჩევნო სიის დახვეწას და იმ პრინციპის უზრუნველყოფას ჩვენს ქვეყანაში, რასაც ჰქვია ერთი ამომრჩეველი - ერთი საბუთი, ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა.

ასევე იუსტიციის სამინისტრო ბოლო წლებია, ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ვიზის ლიბერალიზაცის პროცესი წარმატებით დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის და როგორც ვიცით, ამ თემაზე ძალიან მალე უნდა ველოდოთ ბრიუსელიდან დადებით გადაწყვეტილებას.

ამ ორი მიმართულებით და მიზნების მისაღწევად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საახალწლოდ გამოვაცხადოთ ჩვენი მოქალაქეებისათვის აქცია, რომლებისთვისაც პირადობის მოწმობა 15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე იქნება უფასო, ხოლო ბიომეტრიული პასპორტი კი, შესაძლებელი იქნება ავიღოთ 100 ლარის ნაცვლად 50 ლარად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს ვიზის ლიბერალიზაცია. ვიზის ლიბერალიზაცია ევროკავშირის ქვეყნებთან ნიშნავს, რომ ჩვენ ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის შეგვეძლება გამოვიყენოთ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელში წვლილი ასევე ჩვენ უწყებასაც მიუძღვის სხვა სამინისტროებთან ერთად. ასევე აუცილებელია, რომ უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ, დათქმულ დროს დავბრუნდეთ საქართველოში და არ გავხდეთ კანონის დამრღვევი ევროკავშირის ქვეყნებში. ამისთვის აუცილებელია ბიომეტრული პასპორტი.

ხოლო საარჩევნო სიის დახვეწისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ ყველას გვქონდეს ელექტრონული პირადობის მოწმობა.

ყველას მოგიწოდებთ, რომ 15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე ისარგებლოთ ამ აქციით და რამდენიმე იუსტიციის სახლში თქვენ შაბათსაც შეგეძლებათ შეიტანოთ განაცხადები, დანარჩენ შემთხვევებში კი, უნდა მიმართოთ ყველა იუსტიციის სახლს, ტერიტორიულ სამსახურებს ან სოფლად საზოგადოებრივ ცენტრებს’’, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნინო ექვთიმიშვილი

გოგონა იყო სულელურად მამაცი - მარი (ნანა) მახარაძე

12 ნოემბერი, 2018 , 19:17

იური მეჩითოვის სკანდალურ განცხადებას 9 აპრილთან დაკავშირებით, აპრილის მოვლენების დროს გადაღებული მისი ცნობილი ფოტოს გმირი, მარი (ნანა) მახარაძე ეხმაურება, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, უკვ

მაქვს ინფორმაცია, რომ სუს-ი აპირებს კარვებში ჩადოს იარაღი და ნარკოტიკი - ელისო კილაძე

12 ნოემბერი, 2018 , 17:50

გაზეთ „ქრონიკა პლუსი“-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს: „მაქვს ინფორმაცია, რომ სუს-ი აპირებს კარვებში ჩადოს იარაღი და ნარკოტიკი. ამისთვის სპეციალურად შემო

ამერიკაში კი არა, ქვეყნის დასალიერშიც რომ ჩახვიდე, შენ ჩემი შვილის სული არ მოგასვენებს - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა სოსო გოგაშვილს

12 ნოემბერი, 2018 , 17:35

პანკისი ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ქვეყნიდან გაქცევას აპირებს. &b

ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

12 ნოემბერი, 2018 , 17:05

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე იმყოფებოდა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური შეკეთება თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსა

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს

12 ნოემბერი, 2018 , 17:05

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს, - ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნუ

‘‘სამართლიანი არჩევნები’’ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს

12 ნოემბერი, 2018 , 15:40

''სამართლიანი არჩევნები'' ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 9-10 და 11 ნოემბერს მას და და მის შვილებს, sms და ხმოვანი შეტყობინებებით, სიცოცხლის მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`