უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 აპრილი, 2020 15:35
font-size

პირბადეების პროგრამა ბაზრის გაჯერებამდე გაგრძელდება - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს დეტალურად ისაუბრა პირბადეების თვითღირებულების შესახებ. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ ერთეული პირბადის დამზადება საშუალოდ, 1 ლარი და 8 თეთრი ჯდება.

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო, სხვა ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური მისიების დახმარებით, სამედიცინო დოლბანდს, რომელიც პირბადეებისთვის საჭირო ნედლეულია, კომერციულ ფასად ყიდულობს.

„დღეს სამედიცინო დოლბანდი არის სტრატეგიული პროდუქტი და ბევრმა ქვეყანამ აკრძალა ან შეზღუდა მისი გარეთ გატანა. აქედან გამომდინარე, ჩვენი და ჩვენი დიპლომატიური ძალებით ვახერხებთ ნედლეულის მოძიებასა და შეძენას კომერციულ ფასად,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, პროდუქტის თვითღირებულებაში ასევე გათვალისწინებულია მკერავების შრომისა და საწარმოო ხარჯები.

„სამკერვალო საწარმოებთან გაფორმებული კონტრაქტების მიხედვით, 1 პირბადის მხოლოდ კერვის ღირებულება 60- დან 70 თეთრამდე ჯდება დღგ-ს ჩათვლით. მისასალმებელია, რომ პირბადეების საწყისი პარტიები სამკერვალოებმა უფასოდ დაგვიმზადეს და მოგვაწოდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ეკონომიკის სამინისტრო მოსახლეობის მთელ რიგ ჯგუფებს პირბადეებს უფასოდ ურიგებს. მათ შორის, 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერებს, სხვა სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, აგრეთვე საკარანტინო ზონების მომსახურე პერსონალს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და სხვ.

„ჩვენ ყველა სამკერვალოს თანამშრომლობის თანაბარ პირობებს ვთავაზობთ. ვისაც აქვს სურვილი, პირბადეების გარკვეული მოცულობა უფასოდ შეგვიკეროს, ამას მივესალმებით, მაგრამ ბაზარზე აღნიშნული პროდუქციის უწყვეტი მიწოდებისთვის, ჩვენ სამკერვალოებს გაწეულ ხარჯებს ვუნაზღაურებთ. ჩვენ ვასაქმებთ 1000-მდე ადამიანს, ვინც კერავს ამ პირბადეებს. ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ბაზარი არ გაჯერდება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები - ანრი ოხანაშვილი

25 მაისი, 2020 , 15:17

საინტერესოა, რას ეტყვიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ციხის ბუნტის“ საქმეზე იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოხლის

მთელი მსოფლიოს აზრი ცნობილია ანაკლიაზე და „ქართული ოცნების’’ მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე - გრიგოლ გეგელია

22 მაისი, 2020 , 17:45

„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სავალალოა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ სხვა სახელმწიფოებს ესმით ის თუ, რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. გეგელიას განცხადებით, ევროპარ

ნატო ჩხეიძე: კაცს რომ დამპყრობელი არგონავტები ჩვენი სამშობლოს სიმბოლო ჰგონია, რა გასაკვირია, პარლამენტის რიგიანი მუმაობა მასკარადი ეგონოს

22 მაისი, 2020 , 14:17

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას: „ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.  „სერიი

დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს კომპლიმენტისთვის - გიგა ბოკერია

21 მაისი, 2020 , 17:13

„გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი, თუ გოიმი ხარ, ჯობია ნომერ პირველი გოიმი იყო,“ – ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“

გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი ამ გოიმების სპექტრში - ირაკლი კობახიძე

21 მაისი, 2020 , 16:50

„საქართველოში არ არის ადამიანი, ვინც არ იცის, რა არის გოიმობა და ასევე საზოგადოებამ იცის, რას ნიშნავს გოიმური ქცევა, გოიმური საუბარი. ეს ყველაფერი ვნახეთ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რამდენიმე დღის წინ

ვფიქრობ, პარტიებმა იციან, 8 მარტის შეთანხმება რასაც გულისხმობს - აშშ-ის ელჩი

20 მაისი, 2020 , 16:49

იმ საქმესთან დაკავშირებით საუბარი, რომელზეც სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, სწორად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, 8 მარტის შეთანხმება თავის სათქმელს თვითონ ამბობს,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელ