უახლესი ამბები
- 25.04.2024 17:33სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
- 25.04.2024 17:07საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი
- 25.04.2024 14:27ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო
- 25.04.2024 13:51უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:33პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების ტრადიცია ჩვენ რეალურად არ გვაქვს - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გაცხადებით, საპარლამენტო მმართველობის პირობებში, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ტრადიცია საქართველოს არ აქვს.
„პრეზიდენტის არჩევის წესზე ითქვა, რომ ეს არის ტრადიცია. გავიხსენოთ, როგორია ეს ტრადიცია - კარგია თუ ცუდი, რა მოუტანა ამ ტრადიციამ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ თავის დროზე გვქონდა საპრეზიდენტო და ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა, ვირჩევდით პრეზიდენტებს პირდაპაირი წესით და კარგი გამოცდილება გვაქვს თუ არა - ამაზე მსჯელობა თქვენთვის მომინდია. რაც შეეხება ბოლო არჩევნებს, ბოლო არჩევნები არ იყო კლასიკური შემთხვევა, რადგან ვიცით, როგორ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და როგორ მოახერხა ჩვენმა კანდიდატმა 64, თუ რამდენი პროცენტიც იყო, იმის აღება. ამიტომ, რასაც ჰქვია ტრადიცია, საპარლამენტო მმართველობის პირობებში პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების ტრადიცია, ჩვენ რეალურად არ გვაქვს. ამიტომ, ტრადიცია არ არის ის, რასაც შეიძლება განსაკუთრებით გავუფრთხილდეთ,“ - აღნიშნა კობახიძემ გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პასუხად.
გიორგი მარგველაშვილმა ამავე შეხვედრაზე თქვა, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი და პირდაპირი წესით არჩევნები - ორივე დემოკრატიულია, თუმცა საქართველოს აქვს პირდაპირი წესით არჩევის ტრადიცია.