უახლესი ამბები
- 26.01.2021 17:52პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა
- 26.01.2021 17:48საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
- 26.01.2021 17:26ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
- 26.01.2021 17:22უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
- 26.01.2021 17:181 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
- 26.01.2021 17:13ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თურქეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
- 26.01.2021 17:07ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა - ფრიდონ ინჯია
- 26.01.2021 16:58“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
- 26.01.2021 16:52“კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა” - ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლიც განცხადებას ავრცელებს
- 26.01.2021 16:48თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
არქივი
პოლიტიკა

პირი, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, პირი, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია.
შესაბამისი განცხადება თოლორაიმ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში გააკეთა.
,,მინდა გითხრათ, რომ ამჟამად პირი, რომელიც ქალბატონ ინგას მიმართ ახორციელებდა ამ ქმედებებს, არის უკვე დაკავებული“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
მისივე განმარტებით, თავდაპირველად გამოძიება დაწყებული იყო მუქარის ფაქტზე, თუმცა ბოლო ორი დღის მანძილზე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულიც, რომელიც ადევნებას გულისხმობს.
,,რაც შეეხება სანქციებს, მუქარისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით, ხოლო ადევნება ითვალისწინებს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით“, - აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ მის მიმართ უცნობი მამაკაცის მხრიდან 2011 წლიდან ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდება.
გრიგოლიას თქმით, აღნიშნული პირი ურეკავს და მოითხოვს მისგან ქონებისა და ფულის დაბრუნებას, მოითხოვს შვილის ნახვას. ინგა გრიგოლიას თქმით, მან არაერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ძალადობა არ შეწყვეტილა.
აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ ინგა გრიგოლია თბილისის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა. გამოკითხვაზე ასევე იმყოფებოდნენ „ტვ პირველის“ ოპერატორი და გადაცემა „რეაქციის“ პროდიუსერი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა
26 იანვარი, 2021 , 17:52
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თურქეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
26 იანვარი, 2021 , 17:13
ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა - ფრიდონ ინჯია
26 იანვარი, 2021 , 17:07

“კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა” - ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლიც განცხადებას ავრცელებს
26 იანვარი, 2021 , 16:52

ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა
25 იანვარი, 2021 , 17:05

გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე რეგიონში ბოლო პერიოდში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა
25 იანვარი, 2021 , 17:05