უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 ივნისი, 2018 14:30
font-size

პირს მუზეუმში უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით გამოწვეული ზიანი აუნაზღაურდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სასარგებლოდ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ მუზეუმთან ერთად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება.

ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აუნაზღაურდა ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მორალური ზიანი 10 000 ლარის ოდენობით, ასევე უცხოეთში მკურნალობის ხარჯები, საქართველოში ჩატარებული მკურნალობის ხარჯები და დაენიშნა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის არსებობამდე ყოველთვიური სარჩო.

მოსარჩელემ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება 2014 წლის მაისში მიიღო, როდესაც იგი შვილთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა მუზეუმში. მუზეუმის დათვალიერებისას მოულოდნელად ჩამოიშალა აივნის მოაჯირის კონსტრუქცია, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის აივნიდან გადავარდნა. შემთხვევის შედეგად მოსარჩელეს უვადოდ დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და ამ დროისთვის მას აღარ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება ხერხემლის დაზიანების გამო. ასევე მოსარჩელეს შეეზღუდა პროფესიული შრომისუნარიანობა.

საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მუზეუმის ადმინისტრაციამ დაარღვია წინდახედულობის ნორმები და სათანადოდ არ იზრუნა შენობის სიმყარეზე, რამაც გამოიწვია მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება. ამასთან, გამოიკვეთა, რომ შემთხვევის დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული მუზეუმში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რის მიუხედავადაც მუზეუმის ადმინისტრაცია მაინც რთავდა დამთვალიერებლებს ნებას შესულიყვნენ მუზეუმის ტერიტორიაზე, რითაც საფრთხე შეექმნა დამთვალიერებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სახლ-მუზეუმის მოაჯირის აღდგენა არ მომხდარა დიდი ხნის განმავლობაში, მუზეუმი და სამინისტრო, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, ვალდებულები იყვნენ, სათანადო ყურადღება მიექციათ შენობის მდგომარეობისთვის და შეეფასებინათ შესაბამისი საფრთხეები.

სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს საია იცავდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მალხაზ მაჩალიკაშვილს დღეს სუს-ში გამოკითხავენ

16 აგვისტო, 2018 , 11:25

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. მაჩალიკაშვილს სუს-ში 12:00 საათზე ელოდებიან. მას ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე გამოკითხავენ. მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამს

ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის - იუსტიციის სამინისტრო

16 აგვისტო, 2018 , 11:00

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხს იუსტიციის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების ინფორმაციით, მერაბიშვილი კლინიკაში გამოკვლევებზე ერთი საათის განმავლობაში იმყოფ

საკონსტიტუციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი განხილვაში მიიღო

16 აგვისტო, 2018 , 09:00

საკონსტიტუციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი განხილვაში მიიღო. ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოსგან „სისხლის სამართლის კოდექსის“ იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელი

მალხაზ კობაურს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს - ადვოკატი

16 აგვისტო, 2018 , 09:00

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ფსიქიკურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს. ადვოკატის ინფორმაცი

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

15 აგვისტო, 2018 , 17:10

14 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფ

საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

15 აგვისტო, 2018 , 15:00

ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართველ პოლიციელებთან აქტიური და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. საფრანგეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან