უკან

საზოგადოება

2 აპრილი, 2020 14:30
font-size

პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ

პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მოქალაქეებს ტემპერატურას ქალაქებთან მოწყობილ სპეციალურ ბლოკ-საგუშაგოზე უზომავენ.

„თუ ავტომობილის მგზავრს ან მგზავრებს, რომლებიც ქალაქებს შორის გადაადგილდებიან და ქალაქის შესასვლელში განთავსებულ ბლოკ-პოსტზე თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ანამნეზის შეფასების შემდეგ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც ჩაუტარდებათ ტესტირება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

რაც შეეხება ავტომობილის იმ მგზავრებს, რომლებსაც ტემპერატურა არ ექნებათ, უწყების თქმით, ისინი დროებით, ტესტის პასუხებამდე, იზოლაციაში იქნებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, 37.5 და ზევით ტემპერატურა, მედიკოსებისთვის უკვე განგაშის სიგნალია, მოქალაქე კვლევისთვის კლინიკაში გადაიყვანონ.

ცნობისთვის, რომ ბლოკ-პოსტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ახალციხეში, თელავში, ფოთსა და გორშია განთავსებული, მოქალაქეებს კი ქალაქიდან ქალაქში გამგზავრება მხოლოდ მანქანით, 06:00-დან 21:00 საათის პერიოდში და იმ პირობით შეუძლიათ, თუკი ავტომანქანაში მგზავრთა რაოდენობა 3 პირს არ აღემატება, მათ შორის ორი კი უკანა სავარძელზე განთავსდება.

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი