უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 იანვარი, 2018 13:00
font-size

პირველ ეტაპზე ტაქსებს ტრაფარეტის და საქმიანობისთვის ნებართვის ქონა დაევალებათ

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის მიმართული იმაზე, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ თანხების მობილიზება ან ამოღება, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ტაქსების რეგულირების საკითხზე საუბრისას.

ბითაძის განმარტებით, მძღოლებს რეგისტრაციისთვის პირველ ეტაპზე მარტივი ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ. კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ ტაქსის ტრაფარეტი და ნებართვა, რომლითაც დადასტურდება, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები.

"ვიწყებთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. პირველი ეტაპი ტაქსების რეგულირების მოიცავს რეგისტრაციის ნებართვის აღების ძალიან მარტივ ფორმას, რომელიც ტვირთად არ დააწვება ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. იქნება მოთხოვნა, რომ მათ ჰქონდეთ ტრაფარეტი და ის ნებართვა, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. ეს არის საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს ჩვენი ავტორობით წარედგინება და გააჩენს სამართლებრივ საფუძველს იმისთვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეძლოს შეესაბამისი სანებართვო ფორმის დამზადება, სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც კონკრეტულად დროში გაწერს 2018 წლის რომელი თვიდან დაიწყება ტაქსისთვის ნებართვების გაცემა.

ეს არის ძალიან მარტივი რეგულაცია იმისთვის,რომ ჩვენ გადავიდეთ ე.წ. M1 კატეგორიის ტაქსის, როგორც სამგზავრო სტრანსპორტო საშუალების რეგულაციაზე, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, რითაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა და ტურისტებმა, რომლებიც ჩვენს ქალაქში ჩამოდიან, კომფორტულად უნდა ისარგებლონ. ეს რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. ჩვენ გვექნება პერიოდი, როდესაც დავაანონსებთ, რა ფორმით უნდა მოხდეს ნებართვის აღება და ეს სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ მოხდება. რადგან ეს ბაზარი არ არის არც აღრიცხული, არც დარეგულირებული, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადაწვეტს, რომ ამ საქმიანობის გაგრძელება უნდა, უნდა მოგვმართოს რეგისტრაციისთვის პირადობის და მართვს მოწმობის წარმოდგენით. მერია გასცემს შესამაბის ნებართვას. პირველ ეტაპზე ამ ადამიანებს მხოლოდ ტრაფარეტის ქონის ვალდებულება ექნებათ, რაც მათ იდენტიფიცირებას მოახდენს. აქ არ არის თანხების გადახდაზე საუბარი. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის მიმართული იმაზე, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ თანხების მობილიზება ან ამოღება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იქნება ეს ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი თუ მსუბუქი ავტომობილი უნდა იყოს უსაფრთხო და კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის მანქანის ტექნიკური გამართულობის, სანიტარულ-ტექნიკური ნორმებისა თუ თვითონ მძღოლების უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით.

მეორე ეტაპზე, რასაც 1 წლამდე ვადა შეიძლება დასჭირდეს, შევეცდებით ტექნიკური დათვალიერების პარალელურად, მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ტაქსით მომსახურება", - განაცხადა ბითაძემ.

დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს.

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1 აპრილი, 2020 , 18:17

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშ

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან

1 აპრილი, 2020 , 17:50

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

1 აპრილი, 2020 , 16:00

ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან. საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით ს

პირველადი ჯანდაცვის 24 დაწესებულების ბაზაზე ე.წ ონლაინ კლინიკები მოეწყო

1 აპრილი, 2020 , 15:15

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ ონლაინ კლინიკები საქართველოს მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის 24 დაწესებულების ბაზაზე მოეწყო, აქედან 15 კი თბილისში მდებარეობს. მინისტრის მოადგილის განმა

შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე პირები გლუკომეტრის ტესტჩხირებს ბინაზე მიიღებენ

1 აპრილი, 2020 , 15:15

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები გლუკომეტრის ტესტჩხირებს „საქართველოს ფოსტის“ კურიერების მეშვეობით საკუთარ საცხოვრებელ მისამართებ

ელექტროენერგიის გადასახადი 1 200 000 ოჯახს, ბუნებრივი აირის კი - 671 000 აბონენტს დაუფინანსდება - მაია ცქიტიშვილი

1 აპრილი, 2020 , 14:45

„პრემიერ-მინისტრის მხრიდან თქვენ მოისმინეთ დაანონსებული ნაწილი იმ ღონისძიებებისა, რომელზეც ჩვენი გუნდი მუშაობს. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს ზრუნვას, პირველ რიგში, იმ მოქალაქეებზე, რომელთაც პრობლემა შეექმნათ ამ გან