უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 მაისი, 2017 14:50
font-size

პირველად საქართველო ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით საგამოფენო ცენტრი ექსპოჯორჯია, 2017 წლის 2-3 ივნისს,თბილისში პირველად ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა - „BUYBRAND Transcaucasia“-ს უმასპინძლებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა საშუალო და მცირე ბიზნესისთვის კავკასიის რეგიონში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი მათ შორის: Shokoladnitsa, Baskin Robbins, Coffee House, Shikari, Il Patio, Papa John’s, ფიტნეს-ცენტრების ქსელი FIT powered by X-BODY, Fit’n’Go, სამედიცინო ლაბორატორიული ქსელი INVITRO და Gemotest, საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Best Western Hotels & Resorts და მრავალი სხვა.

ამასთანავე აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილებული იქნება კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით კი საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდაზე. ამასთანავე, მკაფიოდ წარმოდგენილი იქნება ფრენჩაიზინგის კონცეფციის თემატიკა HORECA სისტემაში, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, კაფეებს, რესტორნებს, სწრაფი კვების ქსელებს ასევე მომსახურების სფეროს პროექტებს.

მნიშვნელოვანია, რომ ორდღიან გამოფენასთან ერთად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართება ბიზნეს-ფორუმი, სადაც სიტყვით გამოვლენ მსოფლიო ფრენჩაიზინგის წამყვანი კომპანიების პირველი პირები, ფრენჩაიზინგის სფეროს ექსპერტები და კონსულტანტები. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა მათ მიერ შერჩეული ფრენჩაიზინგის საკითხებზე, გაიგონ მეტი ლეგალური პარტნიორობის რეგისტრაციის საკითებზე და შეისწავლონ ფრენჩაიზინგის დადებითი მხარეები ეკონომიკის განვითარების ასპექტებში.

2019 წლის გაზაფხულზე საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ‘’AIR FRANCE” დაიწყებს

10 დეკემბერი, 2018 , 17:45

2019 წლის 31 მარტიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ‘’ ’AIR FRANCE” იწყებს. 2 წლიანი მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიას, ეკონომიკისა და მდგ

მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება

10 დეკემბერი, 2018 , 17:05

საერთაშორისო კომპანიებსა და მსხვილ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტა

რა იცით ინფლაციის შესახებ? - ეროვნული ბანკი საზგადოებას სახალისო ტესტს სთავაზობს

10 დეკემბერი, 2018 , 16:40

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების დონის ამაღლების მიზნით, საზოგადოებას პერიოდულად არაერთ საინტერესო და სახალისო ტესტს შესთავაზებს. შეამოწმეთ თქვენი ცოდნა და გაიგეთ, რა იცით ინფლაციის შესახებ! ტესტის ნახვა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

10 დეკემბერი, 2018 , 16:40

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს: 2018 წლის 10 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი იყო 5 313 რეგიონული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე - მამუკა ბახტაძე

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი იყო 5 313 რეგიონული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახ

ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა

10 დეკემბერი, 2018 , 14:50

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების გეგმური

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`