უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ივლისი, 2019 15:30
font-size

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო. 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე – სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 15 ივლისს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ბათუმის ბულვარს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

სამედიცინო კორპორაცია „ევექსიდან“ ცნობით, ერთობლივი პროექტი ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების (First Aid) 30 ყუთის განთავსებას ითვალისწინებს. პროექტი არამედიკოსი მოქალაქეების პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში უფასოდ გადამზადებას გულისხმობს. მოხალისეებს ტრენინგს First Aid-ში TOT მოდულით გადამზადებული, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ტრენერები ჩაუტარებენ. პროექტის მიზანი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და მოქალაქეებში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლაა.

აჭარაში 1000-მდე მოხალისის უფასოდ გადამზადება 1-ლი ივლისიდან დაიწყო და ეტაპობრივად ჩატარდება. მსურველებს საშუალება აქვთ, შეავსონ სპეციალური ფორმა ბმულზე: http://www.evexhospitals.ge ან დარეკონ ცხელ ხაზზე: 032 255 05 05.

“გადამზადებულ მოხალისეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყუთის კოდი. საჭიროების შემთხვევაში ისინი ყუთში მოთავსებული სამედიცინო მასალებით პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას შეძლებენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი