უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 სექტემბერი, 2020 16:30
font-size

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები, ხოლო გორსა და ფოთში ყველა კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან - მიხეილ ჩხენკელი

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
-1-ლი ოქტომბრიდან გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება ყველა კლასის მოსწავლისთვის.
-1-ლი ოქტომბრიდან მთელი აჭარის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
-თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, მას ამის შესაძლებლობა ექნება. ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება ორგანიზებული. სწავლის დისტანციურად გაგრძელების თაობაზე მშობელი მიმართავს სკოლას, რომელიც მას დაარეგისტრირებს და მის მოთხოვნას უზრუნველყოფს.
-სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ყველა კლასის მოსწავლეები, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს სკოლებში სპეციალურად მათთვის განკუთვნილ რესურს ოთახში.
-უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნდება.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები განათლებასთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ.
აჭარის მთლიან რეგიონში საგანმანათლებლო პროცესი ყველა საფეხურზე ნარჩუნდება დისტანციურ ფორმატში.
რაც შეეხება სკოლებს – 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ყველაზე პატარებისთვის.
გორსა და ფოთში, სადაც, როგორც იცით, სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმატით მიმდინარეობდა, 1-ლი ოქტომბრიდან ყველა კლასის მოსწავლე საკლასო ოთახებში დაბრუნდება.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეები, გარდა აჭარის რეგიონისა, ასევე, 1-ლი ოქტომბრიდან სპეციალურად მათთვის განკუთვნილ რესურს ოთახში შეხვდებიან სპეცმასწავლებლებს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მათთვის. ეს იქნება პედაგოგებთან პირისპირ შეხვედრები საგანგებოდ შემუშავებული გრაფიკით, რომელიც მშობლებთან იქნება შეთანხმებული.
ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. კერძოდ, თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, მას ამის შესაძლებლობა ექნება. ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება ორგანიზებული. სწავლის დისტანციურად გაგრძელების თაობაზე მშობელი მიმართავს სკოლას, რომელიც მას დაარეგისტრირებს და მის მოთხოვნას უზრუნველყოფს. ეს არის მაქსიმალურად მოქნილი სისტემა, რომელიც მორგებულია ყველას ინტერესებზე.
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ამ ეტაპზე დისტანციური სწავლება შენარჩუნდება, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და, როგორც მოგახსენეთ, მთლიანად აჭარაში. ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას არადისტანციურად სწავლის გაგრძელება/განახლების შესახებ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში უახლოეს მომავალში გაცნობებთ.“

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი