უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 სექტემბერი, 2019 14:00
font-size

პირველი ვისი გვარიც მახსოვს, სხვა გვარები არ დასახელებულა, იყო ჩინჩალაძე - ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ იმ მოსამართლეობის კანდიდატთა შორის, რომელთა მხარდაჭერასაც ბიძინა ივანიშვილი ითხოვდა, მიხეილ ჩინჩალაძეც იყო.

„შეხვედრა შედგა, ოთხშაბათი დილა იყო ზუსტად მახსოვს, შეხვედრაზე იყო საუბარი და პირდაპირ ნათქვამი, რომ დავთანხმებულიყავი 5 მოსამართლე მაინც გაგვეყვანა 10-კაციანი სიიდან, მათ შორის პირველი ვისი გვარიც მახსოვს, სხვა გვარები არ დასახელებულა, იყო ჩინჩალაძე, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი, რომ ამას არ გავაკეთებდი. მიმაჩნდა, რომ ის სია მთლიანად მიუღებელი იყო აბსოლუტურად, თავისი შინაარსით და ბიოგრაფიით, რადგან იქ იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც სწორედ წარსულის ძალადობრივ სისტემას ამყარებდნენ. პროცედურაც აბსოლუტურად უკანონო იყო. ასე ნაჩქარევად, პარტიზანულად, როგორც ირაკლი კობახიძე ითხოვდა, სია გამეტანა პარასკევს კომიტეტის სხდომაზე და შემდეგ სესიაზე",-აცხადებს ბესელია.

ამასთან, მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ თამარ ჩუგოშვილი ამ ფაქტებს დაადასტურებს.

„თამარ ჩუგოშვილი ამას დაადასტურებს თუ არა, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ის გამოიჩენს განსაკუთრებულ გამბედაობას. ამაშიც გავუგებ მას, როგორც ქალი. მე ვერ მოვთხოვ სხვას განსაკუთრებულ გმირობას და იმას, რასაც მე გავდივარ, ეს გზა გაიაროს. მესმის, რომ მას კომპრომისებზე წასვლა უწევს, ამის მაგალითი იყო იმ ცუდი ცვლილებების მხარდაჭერა და არგაპროტესტება, რაც მოხდა. მესმის, რომ მას გაუჭირდება ამის თქმა, მაგრამ იმ შეხვედრაზე მასაც კრიტიკული პოზიცია ჰქონდა", - განაცხადა ბესელიამ.

ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი - ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 იანვარი, 2022 , 15:51

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აცხადებს, რომ ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს. „მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდე

თუ ეს გაუქმება არ არის, რატომ არის აუცილებელი სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება - კელი დეგნანი

18 იანვარი, 2022 , 16:10

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გამოეხმაურა. დეგნანისთვის გაურკვეველია, თუ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს უწყების გაუქმება არ არის, რატომ არის აუცილებელი სახელმწიფო ინსპექტორისა და

არ მგონია, რომ ეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საბაბი უნდა იყოს - მიხეილ სარჯველაძე

18 იანვარი, 2022 , 15:41

პრობლემა იმაში კი არ არის, რომ სოციალური საკითხი არ განვიხილოთ, უბრალოდ, როცა ამ საკითხისთვის არჩეულია რიგგარეშე სხდომის მოწვევა, არ მგონია, რომ ეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საბაბი უნდა იყოს, –აცხადებს პარლამენტის

ბრძოლა გრძელდება, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ - ბადრი ჯაფარიძე

12 იანვარი, 2022 , 12:16

ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშან-წყალი არ არსებობს, ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტ

ცოტა ადამიანობა მაინც რომ ჰქონდეთ შსს-ში დარჩენილი, დაფიქრდებოდნენ იმაზე, რამხელა ზიანის მომტანია ამ ინფორმაციის ამ ფორმით ფრიალი ლექსოს ოჯახისთვის- ნიკა სიმონიშვილი

7 იანვარი, 2022 , 20:26

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი, ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროება გაუგებარი და მიუღებელ

ჩემი შეფასებით, პარლამენტში „ლეიბორისტული პარტიის“ შემოსვლა ალბათ ცოტა დაგვიანებულია - შალვა პაპუაშვილი

7 იანვარი, 2022 , 15:12

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიიჩნევს, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლა შესაძლოა, დაგვიანებული იყოს. „რა გითხრათ, ჩემი შეფასებით, ალბათ ცოტა დაგვიანებულია, რადგან ჩ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი