უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 მარტი, 2022 09:00
font-size

ქართველი ხალხი უკრაინისადმი ძალიან დიდ სოლიდარობას გამოხატავს - სალომე ზურაბიშვილი

ვფიქრობ, ქართველი ხალხი უკრაინისადმი ძალიან დიდ სოლიდარობას გამოხატავს, მთავრობა და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რაც კი შეიძლება, გაკეთდეს ოკუპირებული ქვეყნის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „რუსეთმა დაიწყო ეს მასშტაბური აგრესია ყველანაირი მოტივისა და პროვოკაციის გარეშე“.

„არ ვთვლი, რომ საქართველოში ხალხი ფრუსტრირებულია. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ძალიან დიდ სოლიდარობას გამოხატავს. როგორც უკვე ვთქვი, მთავრობა და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რაც კი შეიძლება, გაკეთდეს ოკუპირებული ქვეყნის მიერ. დანარჩენი კეთდება მოსახლეობის მიერ, მხარდაჭერის გამოხატვა – ექიმები მიდიან, მოხალისეები და არ არის საჭირო საქართველოსთვის რაიმე სახის პროვოკაციის შექმნა, რაც შეიძლება, მოგვიანებით გამოყენებული იქნეს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ არ იყოს პროვოკატორი და რუსეთს გამოაცალოს ყველანაირი არგუმენტი. შესაბამისად, ნათელია, რომ რუსეთმა დაიწყო ეს მასშტაბური აგრესია ყველანაირი მოტივისა და პროვოკაციის გარეშე. საქართველოც სწორედ ასე იქცევა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება უკრაინაში საქართველოდან მოხალისეების წასვლის საკითხს, ზურაბიშვილის თქმით, ეს არ არის მთავრობის გადასაწყვეტი და როგორც სხვა ქვეყნებიდან, საქართველოდანაც მოხალისეები „საკუთარი გზით მიდიან“.

„ბევრი პროპაგანდაა. ქართველი მოხალისეები, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, როგორც მოხალისეები საკუთარი გზით წავიდნენ, ეს არ არის მთავრობის გადასაწყვეტი საკითხი. ეს შეკითხვები სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანსაც დაუსვეს და მან ძალიან კარგად ახსნა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ფრონტის წინა ხაზზე მდგომი, ზუსტად ისე ვერ იქცევა, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფო, რომელიც ბევრი სხვადასხვა გზითაა დაცული. თუმცა ეს არ ასუსტებს საქართველოს სახელმწიფოს სოლიდარობას, რასაც მე გამოვხატავ, ქართველი ხალხის სოლიდარობას, რომლებიც დემონსტრაციებს ატარებდნენ. უკრაინისადმი არის სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი