უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
საზოგადოება
`პირველი სტერეოს` ახალმა ხელმძღვანელმა 30-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა 16.06.2012 16:43

"პირველი სტერეოს" ახალმა ხელმძღვანელმა ვასილ კობაიძემ ტელეკომპანიის 30-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

"პირველი სტერეოს" აწ უკვე ყოფილი თანამშრომლის, მარიამ ბოჭორიშვილის განცხადებით, თანამშრომლებმა სამსახური ჯერ კიდევ გათავისუფლებამდე, საკუთარი ნებით დავით ზილფიმიანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დატოვეს.

როგორც ცნობილია, არხის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი ვასილ კობაიძეს ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან მის უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს.