უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
პირველ ივლისს მცხეთაში “ქართული ოცნების” აქცია გაიმართება 30.06.2012 15:03

ხვალ, 1-ელ ივლისს, 19:00 საათზე მცხეთაში, თეატრონთან კოალიცია “ქართული ოცნების” აქცია გაიმართება.

ხვალისთვის დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას კოალიციის თითქმის ყველა ლიდერი მიიღებს. აქციაზე გაიმართება ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ბერას ახალი სიმღერის პრემიერაც.

ხვალ ბიძინა ივანიშვილი მცხეთა-მთიანეთში კოალიციის მაჟორიტარ კანდიდატებსა და მომდევნო აქციის გამართვის ადგილსა და თარიღს დაასახელებს. აქციის მსვლელობას რადმენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის საია დააკვირდება.

როგორც ცნობილია, კოალიციამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დემონსტრაციები უკვე გამართა თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთში.