უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 ოქტომბერი, 2020 12:55
font-size

პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი - ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების ნაწილი უკვე დადასტურდა.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე.

მისივე თქმით, შეინიშნება „ნაცმოძრაობის“ ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან “პლატფორმა 2020“ გამოირჩევა.

გარდა ამისა, როგორც კობახიძემ განაცხადა, საარჩევნო ინვენტარის მოპარვის ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წარმომადგენელს, არზუმან ხასიევს “ევროპული საქართველოდან“ და ვაშაძის პარტიის კანდიდატს, ელიმდარ მირიევს, გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა ჰქონდათ.

“აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს კამერით “ტვ პირველის“ ოპერატორი აფიქსირებდა, თუმცა ყუთის მოპარვისთანავე ოპერატორმა კამერა გათიშა და ტექნიკური ხარვეზი მოიმიზეზა. შეინიშნება ერთ-ერთი ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ ამომრჩევლის ფოტოგადაღება, რაც თავისუფალი არჩევნების პრინციპის უხეში დარღვევაა. აგრეთვე, ფიქსირდება ამავე ფეიკ-ორგანიზაციის მიერ საარჩევნო უბნებში აგიტაციის აკრძალვის წესის სისტემური დარღვევა. გარდა ამისა, კონკრეტულ რაიონებში, მაგალითად ბოლნისში, შეინიშნება ჩვენს მიერ წინასწარ დასახელებული პირების მიერ ზონდერჯგუფების მობილიზება. პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი. ვაფრთხილებთ მათ, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, “თვალშისაცემია პარტიული ტელევიზიების მიერ საარჩევნო პროცესის უპრეცედენტოდ უპასუხისმგებლო გაშუქება“. “სიცრუისა და სიყალბის ხარისხი დღევანდელ დღეს მათი ისედაც ყალბი სარედაქციო პოლიტიკის ფონზეც კი გამორჩეულია. ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია

6 მაისი, 2021 , 08:47

სს პაშა ბანკ საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით,  2021 წლის 29 აპრილიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და გენერალურ დირექტორად დაინიშნა ნიკოლოზ შურღაია; რისკების დირექტორად და დირექტორთა საბჭოს წევრად

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

5 მაისი, 2021 , 11:26

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 4 207-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 359 თბილისში, 202 იმერეთში, 135 კი აჭარაში გამოვლინდა

5 მაისი, 2021 , 11:12

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 359 თბილისში, 202 იმერეთში, 135 კი აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცი

საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5 მაისი, 2021 , 11:04

საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 074 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4398 ლარი გახდა

4 მაისი, 2021 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4398 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4503 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

თეა წულუკიანმა და დიეგო კოლასმა ლევილის მამულსა და თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით იმსჯელეს

4 მაისი, 2021 , 17:30

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდნენ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი