უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 მაისი, 2018 11:35
font-size

პლაკატების და ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას საია არ ეთანხმება

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიას, არჩილ თალაკვაძის, მარიამ ჯაშის, ბექა ოდიშარიას და ალექსანდრე ქანთარიას მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც იგეგმება ცვლილებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება 1502 მუხლი, რომლითაც ხდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების 150-ე მუხლიდან ცალკე გამოყოფა და დაწესებულია უფრო მაღალი ჯარიმები, ვიდრე ეს 150-ე მუხლით დღეისათვის არის დადგენილი.

საია უარყოფითად აფასებს დაგეგმილ ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ:

- სანქციების გამკაცრება იმ ვითარებაში, როდესაც ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან, არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის რისკს;

- 150-ე მუხლის პრაქტიკაში გამოვლენილი განმარტებები პოლიციას აძლევს შესაძლებლობას, ხელისუფლებისთვის არასასურველი შინაარსის გამოხატვის ფორმები „იერსახის დამახინჯებად“, და შესაბამისად, სამართალდარღვევად დააკვალიფიციროს;

- განსახილველი ნორმებით არ არის დაცული გონივრული ბალანსი ქალაქის ესთეტიკის დაცვის ლეგიტიმურ ინტერესსა და გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს შორის.

საკვანძო სიტყვები:

24 თებერვალს გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

23 თებერვალი, 2019 , 16:21

24 თებერვალს გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ

თავდასხმა რუსთაველზე - 39 წლის მამაკაცის მტკიცებით, ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ფიზიკურად გაუსწორდა

23 თებერვალი, 2019 , 15:46

თბილისის ცენტრში თავდასხმა მოხდა. რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან, რამდენიმე წუთის წინ სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქე ამტკიცებს, რომ მას სასტიკად გაუწსორდა ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან

„ადეიშვილთან იცით, ვინ დაარბენინებდა ამ ჩანაწერებს? - ვანო ზარდიაშვილი! ამ კაცმა იცის ზედმიწევნით ყველაფერი“

23 თებერვალი, 2019 , 15:15

ბოლოს გავრცელებული ვერსიით, ეკა ბესელიასთან დაკავშირებული ფარული კადრების გავრცელების თაობაზე გაიჟღერა, რომ ის სომხეთის ციხიდან იქნა ატვირთული.   რამდენად რეალურია ეს ვერსია? რა ხდება სინამდვილეში - ვინ იღებდა აღნიშ

მოძალადის ადგილი ჭიდაობის ფედერაციის სათავეში არ არის - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს

23 თებერვალი, 2019 , 15:15

ჭიდაობის ფედერაციასთან, სადაც ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაა ჩანიშნული, ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დაუყ

მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიებზე განცხადებების მიღების ახალი ეტაპი დაიწყო

23 თებერვალი, 2019 , 14:30

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღების ახალი ეტაპი დაიწყო. როგორც „მედიანიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, მართლწესრიგის ოფიცრის 220

`მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა... დიდი ხანი ვდუმდი ამაზე`

23 თებერვალი, 2019 , 14:00

"მოგესალმები, ბატონო ბიძინა, ნაკვირახად ქცეული ქვეყნიდან, ნაკვირახად ქცეული გამომშრალი, დაკბეჩილი, დაჩიავებული, ხორცშეურჩენელი, სიცოცხლე გამოწურული ქალაქიდან... იმერელი კაცი ხართ და გაიგებთ, გეცოდინებათ, რას ნიშნავს ნაკვ

ვიდეო გალერეა

მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში