უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 აპრილი, 2018 13:50
font-size

პლაკატებისა და ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას საია არ ეთანხმება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუღებლად მიიჩნევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც ითვალისწინებს ცალკე მუხლის გამოყოფას, რომლითაც უფრო მაღალი ჯარიმები დაეკისრება მოქალაქეებს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულებისთვის სხვადასხვა შენობასა თუ გზის სავალ ნაწილზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებაზე იმ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.

არასამთავრობოს შეფასებით, აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებები შეზღუდოს და პოლიციას უფლება მისცეს, სამართალდარღვევად შერაცხოს.

„დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიას, არჩილ თალაკვაძის, მარიამ ჯაშის, ბექა ოდიშარიასა და ალექსანდრე ქანთარიას მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლითაც იგეგმება ცვლილებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება 1502 მუხლი, რომლითაც ხდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების 150-ე მუხლიდან ცალკე გამოყოფა და დაწესებულია უფრო მაღალი ჯარიმები, ვიდრე ეს 150-ე მუხლით დღეისათვის არის დადგენილი. კერძოდ, 1502 მუხლი იმეორებს 150-ე მუხლის შინაარსს (სამართალდარღვევას წარმოადგენს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი), თუმცა, აღნიშნული ქმედების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელება, იწვევს უფრო მაღალე ჯარიმებს, ვიდრე ეს დღეისათვის არის დადგენილი.

საია მიიჩნევს, რომ:

- სანქციების გამკაცრება იმ ვითარებაში, როდესაც ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან, არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის რისკს;

- 150-ე მუხლის პრაქტიკაში გამოვლენილი განმარტებები პოლიციას აძლევს შესაძლებლობას, ხელისუფლებისთვის არასასურველი შინაარსის გამოხატვის ფორმები „იერსახის დამახინჯებად“, და შესაბამისად, სამართალდარღვევად დააკვალიფიციროს. საია-ს მოსაზრებით, აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე (გამოხატვის თავისუფლება), 25-ე (მშვიდობიანი შეკრების უფლება) და 26-ე (გაერთიანების თავისუფლება) მუხლებს;

- წარმოდგენილი კანონპროექტით არ აღმოიფხვრება ის შინაარსობრივი პრობლემა, რომლითაც 150-ე მუხლი ხასიათდება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი, ისევე როგორც კანონპროექტით გათვალისწინებული 1502 მუხლი, არ არის ვიწროდ მიზანმიმართული და აწესებს ზედმეტად ფართო შეზღუდვებს;

- აღნიშნული ნორმები ერთმანეთისაგან ვერ განასხვავებს ბანერის განთავსებას, რასაც ზიანი საერთოდ არ მოაქვს საჯარო და კერძო საკუთრებაში არსებული ქონებისათვის იმგვარი ქმედებისაგან, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს იერსახის დამახინჯება;

- განსახილველი ნორმებით არ არის დაცული გონივრული ბალანსი ქალაქის ესთეტიკის დაცვის ლეგიტიმურ ინტერესსა და გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს შორის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, როგორც 150-ე, ასევე 1502 მუხლები ჩამოყალიბდეს იმგვარი შინაარსით, რომ არ იწვევდეს სპონტანური გამოხატვის სამართალდარღვევად მიჩნევას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასახელებული ნორმებით გათვალისწინებული ჯარიმა (რამდენად მინიმალურიც არ უნდა იყოს ის), ისევე როგორც სიტყვიერი შენიშვნაც კი, აიძულებს პირს, უარი თქვას სამოქალაქო აქტივობაზე და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობაზე“, - წერია განცხადებაში.

გოგონა იყო სულელურად მამაცი - მარი (ნანა) მახარაძე

12 ნოემბერი, 2018 , 19:17

იური მეჩითოვის სკანდალურ განცხადებას 9 აპრილთან დაკავშირებით, აპრილის მოვლენების დროს გადაღებული მისი ცნობილი ფოტოს გმირი, მარი (ნანა) მახარაძე ეხმაურება, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, უკვ

მაქვს ინფორმაცია, რომ სუს-ი აპირებს კარვებში ჩადოს იარაღი და ნარკოტიკი - ელისო კილაძე

12 ნოემბერი, 2018 , 17:50

გაზეთ „ქრონიკა პლუსი“-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს: „მაქვს ინფორმაცია, რომ სუს-ი აპირებს კარვებში ჩადოს იარაღი და ნარკოტიკი. ამისთვის სპეციალურად შემო

ამერიკაში კი არა, ქვეყნის დასალიერშიც რომ ჩახვიდე, შენ ჩემი შვილის სული არ მოგასვენებს - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა სოსო გოგაშვილს

12 ნოემბერი, 2018 , 17:35

პანკისი ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ქვეყნიდან გაქცევას აპირებს. &b

ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

12 ნოემბერი, 2018 , 17:05

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე იმყოფებოდა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური შეკეთება თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსა

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს

12 ნოემბერი, 2018 , 17:05

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს, - ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნუ

‘‘სამართლიანი არჩევნები’’ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს

12 ნოემბერი, 2018 , 15:40

''სამართლიანი არჩევნები'' ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 9-10 და 11 ნოემბერს მას და და მის შვილებს, sms და ხმოვანი შეტყობინებებით, სიცოცხლის მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`