უახლესი ამბები
- 17.04.2021 18:2319 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება
- 17.04.2021 17:40`ქართული ოცნება` თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთივე ხრიკებით გავა ფონს, რომლითაც საშინაო პოლიტიკაში ცდილობს გადარჩენას - გრიგოლ გეგელია
- 17.04.2021 17:05როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-19 აპრილს
- 17.04.2021 17:05დადგა დრო, აშშ-სა და ევროკავშირს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მივმართოთ - შალვა ნათელაშვილი
- 17.04.2021 17:05ათასგვარი ბინძური კამპანიაა აგორებული ჩვენი მისამართით და უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან - ვარლამ გოლეთიანი
- 17.04.2021 17:05რა დავაშავეთ, რომ ასეთ სიგიჟეს გვაყურებინებენ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი
- 17.04.2021 16:40მივესალმები, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს - კახა ქემოკლიძე
- 17.04.2021 16:40აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
- 17.04.2021 15:55უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში - ლაშა ხუციშვილი
- 17.04.2021 15:55ახლა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და მოაწერეთ ხელი დოკუმენტს - მარინა კალიურანდი
არქივი
რეგიონები

პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.
ქ. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებაზე კონტროლის პროცესში თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმსჯელეს.
„ბოლო წლებში, მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში, ძალიან გაიზარდა პლასტიკის პარკების მოხმარება, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა გარემოს, რომელიც ყველაზე მეტად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით ბინძურდება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია დაბინძურება ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ მოხმარებადი ერთჯერადი პლასტიკის პარკებით, რომელთა უდიდესი ნაწილი არ ექვემდებარება ხელმეორედ გამოყენებას. ამ ფონზე, გარემოს დაცვის მიმართულებით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პლასტის პარკების ჩანაცვლებას ბიოდეგრადირებადი პარკებით. აღნიშნული პროცესის მონიტორინგს სავაჭრო ობიექტებში თვითმმართველობების ორგანოები ახორციელებენ. შესაბამისად, მათთან შეხვედრა და კონტროლის მექანიზმებზე დეტალური საუბარი უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობაა, უარი ვთქვათ პლასტიკის პარკებზე და დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა მხარის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ.
„საქართველომ თქვა უარი პლასტიკურ პარკებზე, რაც ცალსახად მისასალმებელი ფაქტია. მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რომლებიც პარკების მწარმოებლებს უკვე აქტიურად აკონტროლებენ“, - განაცხადა გუბერნატორმა.
ტექნიკური რეგლამენტი, რომლის თანახმადაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა პლასტიკისა და ოქსოდეგრადირებადი/ოქსიობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების იმპორტი, წარმოება და რეალიზაცია, ძალაში 2018 წელს შევიდა, 2019 წლიდან კი სრულად ამოქმედდა (საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N472 დადგენილება).
ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევებზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (პარკების მწარმოებლების კონტროლი), ფინანსთა სამინისტრო (კონტროლი პარკების იმპორტისას) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (კონტროლი პარკების რეალიზაციისას).

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა
16 აპრილი, 2021 , 19:56

ბათუმში `ნაციონალური მოძრაობის` ოფისს თავს დაესხნენ
15 აპრილი, 2021 , 13:02
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 24 სპეციალიზებული მაღაზია დარღვევებისთვის დააჯარიმა
14 აპრილი, 2021 , 13:05
პოლიციამ რიონის ხეობაში, „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აღმართა
14 აპრილი, 2021 , 11:50
პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ - რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა
12 აპრილი, 2021 , 17:15

მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიჯარეებისთვის 10 ჰა-ზე მეტი სასოფლო მიწის გამოსყიდვის შეზღუდვა გაუქმდეს და გამოსასყიდ, „სახნავი` კატეგორიის მიწებს დაემატოს სათიბებიც - ნათია თურნავა
8 აპრილი, 2021 , 19:35