უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
სამართალი
პლასტიკური ბარათებიდან თანხის უკანონოდ მითვისების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს 15.05.2012 15:25

თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ილია გოდერძიშვილი, ავტოგასამართი სადგურის ოპერატორი ლევან ფირანიშვილი და რესტორნის მიმტანი ომარ მახათაძე.

შსს-ს ცნობით, გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ დაზარალებულმა ბენზინგასამართ სადგურზე ავტომანქანაში საწვავის ჩასხმის შემდეგ ანგარიშსწორება ოპერატორთან მოახდინა საკუთარი პლასტიკური ბარათით, რა დროსაც ოპერატორმა ლევან ფირანიშვილმა დაიმახსოვრა პლასტიკური ბარათის მონაცემები, ფლობელის სახელი და გვარი, რის შემდეგ ინტერნეტ-კაფედან შევიდა ტოტალიზატორ ,,ADჟAღABEთ" გახსნილ მისივე გვერდზე, რომელიც დარეგისტრირებული ჰქონდა არ არსებულ პიროვნებაზე და აღნიშნული ბარათიდან მიღებული ინფორმაციით გადარიცხა თანხა, რომელიც შემდგომში ილია გოდერძიშვილმა და ლევან ფირანიშვილმა გამოიტანეს ,,ADJARABET" სალაროდან.