უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 აპრილი, 2025 19:09
font-size

პლატფორმა აგროვებს ყველა ამ ადამიანის მონაცემს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუწესდეთ სანქციები -„წინააღმდეგობის პლატფორმა“

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმა“ რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს რეჟიმის სამართალდამცველები პროპაგანდისტული ამოცანებისთვის ხუთი სხვადასხვა მოქალაქის სახლში შევარდნენ, რომელთა ნაწილიც იმ სამოქალაქო ფონდებთან არის კავშირში, რომლებიც მოქალაქეებს დრაკონულ ჯარიმებთან, სისხლის სამართლებრივ დევნასთან და რეჟიმის სხვა რეპრესიულ ზომებთან გამკლავებაში ეხმარებიან.

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ აწუხებთ მათ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი და რომ „ქართული ოცნების“ მოქმედების ერთადერთი მოდუსი რეპრესიებია - ისინი ვეღარ მართავენ, მათ მხოლოდ მოქალაქეების დევნა შეუძლიათ.

ამით რეჟიმი ცდილობს საკუთარი მომხრეების დარწმუნებას, რომ ორსული ქალი მცირეწლოვანი ბავშვით საბოტაჟსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საქმიანობაში იყო ჩართული, მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში კი არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს პროპაგანდისტული ამოცანებისთვის თარგეტირებულ მოქალაქეებს, მათ სიმართლეს და სამართლიანობას.

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და იმ ადამიანების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, რომლებმაც ამ უკანონო რეიდების დაგეგმვასა და აღსრულებაში მიიღეს მონაწილეობა.

პლატფორმა აგროვებს ყველა ამ ადამიანის მონაცემს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუწესდეთ სანქციები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს - ირაკლი კობახიძე

12 დეკემბერი, 2025 , 16:08

არაფორმალური გავლენები არის ძალიან აქტუალური ევროკავშირის მასშტაბით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ არაფორმალური გავლენე

„ქართული ოცნება“ არცერთ ეტაპზე არ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა რუსული გავლენის სფეროში - თაზო დათუნაშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 15:51

 ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია,– ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა

ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე

12 დეკემბერი, 2025 , 15:45

ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბ

თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტის ყოფნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვისაუბროთ მშვიდობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე - შალვა პაპუაშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 13:09

ვინც პატივს სცემს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით. რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას. ოკუპაცია არ არის დასრულებული, შესაბამისად არ

საქართველო აქტიური ხელშემწყობია რეგიონული თანამშრომლობის, რომელიც აშენებს ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს, შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს - ირაკლი კობახიძე

12 დეკემბერი, 2025 , 13:02

 გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო თავის წარმატებულ გამოცდილებას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკ

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება - გიგა ფარულავა

12 დეკემბერი, 2025 , 12:53

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიკური შურისძიება, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ პარტიის „გახარ