უკან

პოლიტიკა

11 დეკემბერი, 2016 14:58
font-size

პოეზიის დღის დაწესება ძალიან უკმარია რუსთაველის დიდი სახელისათვის - ნატო ჩხეიძე

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 9 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე, შოთა რუსთაველის დღის დაწესების ინიციატივით გამოვიდა.

პრემიერმა ამ საკითხზე მუშაობის თხოვნით მიმართა კულტურისა და განათლების მინისტრებს, რომლებმაც ამ მიმართულებით მეტი კონკრეტიკა საზოგადოებას მთავრობის მომავალი სხდომისთვის უნდა შესთავაზონ.

მთავრობის მეთაურის თქმით, შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, თუმცა, მისივე თქმით, საარჩევნო პროცესისა და გრძელვადიანი წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, სათანადოდ ვერ მოხერხდა იუბილეს აღნიშვნა.

საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრის, ნატო ჩხეიძის თქმით, სასიამოვნოა, რომ პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის ეს შენიშვნა, როგორც ჩანს, გაითვალიწინა, მაგრამ არადამარწმუნებელია მთავრობის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, სათანადოდ ვერ აღინიშნა. სამწუხაროდ, წელს სამთავრობო დონეზე საერთოდ ვერ აღინიშნა რუსთაველის 850 წლისთავი.

მისი თქმით, კარგია, რომ რუსთაველი გაიხსენეს ამ წლის დასასრულს, მაგრამ ცუდია, რომ მხოლოდ ერთი დღე დაწესდა და 2017 წელი არ გამოცხადდა რუსთაველის წელიწადად.

,,პოეზიის დღის დაწესება ძალიან უკმარია რუსთაველის დიდი სახელისათვის. რუსთაველის სახელის გატანა ევროპასა და მსოფლიოში, არის დიდი სარგებლის მომტანი ჩვენი სახელმწიფოსთვის და მხოლოდ პოეზიის დღის დაწესება ამ საქმეს ვერ შეძლებს.

ამისათვის საჭიროა მთავრობის მუშაობა, მაგალითად იუნესკოსთან იმისთვის, რომ შალვა ნუცუბიძისა და ერნსტ ჰონიგმანის თეორია, საქართველოში მე-12 საუკუნეში ადრეული რენესანსის შესახებ, მათგანაც იქნას აღიარებული.

ეს აღიარება ჩვენი ქვეყნისათვის იქნება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც იუნესკოს მიერ უკვე მსოფლიო კულტურის ძეგლებად აღიარებული ქართული ფოლკლორი, ქართული ქვევრი, ქართული ანბანი.

ასეთი მუშაობა იუნესკოსთან, შესაბამისი სტრუქტურების საშუალებით, მისცემს საქართველოს შესაძლებლობას უფრო მეტად გააცნოს ევროპას თავისი ცივილიზაცია და შესაბამისად, ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ წარმოჩნდეს, როგორც ბუნებრივი მოვლენა და ისტორიული აუცილებლობა’’, - აცხადებს ნატო ჩხეიძე.

შეგახსენებთ - 25 ნოემბერს, პარლამენტში, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ და მთავრობის წევრების შეხვედრისას, ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ 2016 წელი არის შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 -ე საიუბილეო წელი და სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მისი აღნიშვნა, მისი სახელის გატანა ევროპასა და მსოფლიოში და იმედი გამოთქვა, რომ 2017 წელს მაინც აღინიშნება სათანადოდ რუსთაველის იუბილე.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი